პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს საპატრიარქო 4 ივნისს, 12:00 საათზე სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისს არასრულებს.
საპატრიარქოს ცნობით, პარაკლისის შესახებ ტაძრის წინამძღოლებს ინფორმაცია უკვე აუწყეს.
„დღეს საქართველოს საპატრიარქოს სახელით ტაძრების წინამძღვრებს დაეგზავნათ შეტყობინება. ინფორმაციის გასაცნობად უცვლელად გთავაზობთ შეტყობინების შინაარსს:
გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი.
გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს". - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ერეკლე მეფესთან დაკავშირებით საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მწერალმა და პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა საქართველო რუსეთს ჩააბარა.