პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ერეკლე მეორეს არავის დაცვა არ სჭირდება და ვერც კრიტიკა დააკლებს რამეს. საკუთარი ისტორიის ცოდნა კი სადღეგრძელოს და მითებს უნდა გასცდეს, - ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.
„ისტორია უნდა ისწავლებოდეს გეოპოლიტიკურ ჭრილში, კრიტიკულად და ანალიტიკურად, რომ რამე ვისწავლოთ ისტორიიდან თარიღების დაზეპირების გარდა. საკუთარი ისტორიის კრიტიკული ანალიზი დაგვანახებს ჩვენ მომავალს. მაგრამ განათლება არ უნდათ ორკებს და ქოცებს, მერე რაღაც სულელურ და შეთითხნილ პროპაგანდაზე კი ვეღარ წამოაგებ ხალხს.
კარგია, რომ იმ აქციაზე თავისივე პროპაგანდისტები ჰყავდათ და მეტი არც არავინ. პ.ს. ქოცებს შევახსენებ, რომ მეფე ერეკლეს არასდროს შეშინებია ომის და არც ხალხი შეუშინებია "აბა, ომი გინდათ?!" ძახილით. გეორგოგევსკის ტრაქტატი დიდი შეცდომა იყო; აი, ქოცი რომ რუსეთს ეტენება - ეგ უკვე შეცდომა აღარ არის, ეგ ღალატია, “- წერს ბაია პატარაია.
ცნობისთვის, დღეს ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ კახეთში აქცია გაიმართა. საპროტესტო გამოსვლაზე მსახიობი პაატა გულიაშვილიც იმყოფებოდა. მისი თქმით, ბერძენიშვილმა ენა უნდა დაიმოკლოს.
„ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ, კახელები და თელაველები განსაკუთრებით. ხსოვნა იყოს იმ დიდი მეფის და დავუდგეთ ყოველთვის გვერდით, რომ ასეთმა ვიგინდარებმა არ გაბედონ და მეორედ ასეთი სიტყვები არ წარმოთქვან, დიდება მეფეს“, - თქვა აქციაზე პაატა გულიაშვილმა.
შეგახსენებთ, მწერალმა და პოლიტიკოსმა, ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გააკრიტიკა და რუსეთთან მოკავშირეობის გამო, მის საქციელს მოღალატეობრივი უწოდა.