2026 წლის ჩინური ზოდიაქო - ვინ იქნება წარმატებული და ვის ელის ცხოვრებაში დაბრკოლებები
1767887572
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
მისივე განმარტებით, გაზსა და დენზე ტარიფების ზრდის საფუძველი არ არსებობს.
„მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ვინარჩუნებთ არსებულ სამომხმარებლო ტარიფებს და ამ გადმოსახედიდან, ტარიფების ზრდის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.