გადაწყვეტილება მიღებულია - იქნება თუ არა წელს საზაფხულო ბაღები

ბაღი

თბილისის მასშტაბით, ივლისში, საზაფხულო საჯარო ბაგა-ბაღები წელს არ იფუნქციონირებენ.

როგორც თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება დირექტორთა საკონსულტაციო საბჭომ მიიღო.

„გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნა ის ფაქტი, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კოვიდპანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია, რის გამოც, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წელს, ისევე, როგორც გასული ორი წლის მანძილზე, საზაფხულო ბაღების პროექტი არ განხორციელდება“, - აცხადებენ სააგენტოში.

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 საქართველოში ბავშვები ყოველთვიურად დახმარების სახით 150 ლარს მიიღებენ - ნახეთ, ვინ ისარგებლებს ამ პროგრამით

👉 ქუთაისში გადაარჩინეს კაცი, რომელსაც გული ხუთჯერ გაუჩერდა