პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიურად დახმარების სახით 150 ლარს მიიღებენ.
პრემიერის გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი ბავშვები 50 ლარით გაზრდილ შემწეობას აიღებენ, რითაც ასაღები თანხის ოდენობა 150 ლარი გახდა.
გადაწყვეტილება დღეიდან ამოქმედდა.
215 ათასზე მეტი ბავშვისთვის უკვე გამოიყო თანხა, რომელიც ახალი სოციალური ვალდებულების შესრულებას მოხმარდება.
ამისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 341 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებისთვის შემწეობა, 2019 წლიდან ეტაპობრივად იზრდება.
თავიდან ის 50 ლარს შეადგენდა, წელს კი 150 გახდა.
ჯანდაცვის უწყება, რომელიც შემწეობის გაცემაზეა პასუხისმგებელი, ირწმუნება, რომ თანხის რაოდენობა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის მომავალშიც გაიზრდება.