1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
“თავი შეაყვარა, ნახევარი მილიონი ევრო მოჰპარა და გაუჩინარდა” – რას ჰყვებიან გიორგო პანაუმის მეგობრები ბერძენ ცნობილ სპორტსმენზე.
გავრცელებული ინფორმაციით,ცნობილმა მწვრთნელმა, გიორგოს პაპანაუმიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
როგორც მედიაში საუბრობენ, მომხდარში დამნაშავე ქალია, რომელმაც ის მოატყუა და საბოლოოდ, ფინანსურ კატასტროფამდე მიიყვანა.
როგორც 50 წლის პაპანაუმის მეგობარი აცხადებს, სავარჯიშო დარბაზში, რომელსაც თავად სპორტსმენი ფლობდა, მისი ყოფილი თანაკლასელი მივიდა და გარკვეული ხნის შემდეგ რომანი გააბეს.
ქალი დაქორწინებულია, ჰყავს შვილები და ქმართან ერთად ცხოვრობს.
“გიორგოს არანაირი ფინანსური პრობლემა არ ჰქონდა, ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს ამ მხრივ. რაც შეეხება ამ ქალბატონს, მეუღლესთან ერთად ძალიან დაძაბულ გარემოში ცხოვრობდა და უნდოდა დაშორებულიყვნენ.
მუდმივად ეძებდა გზებს, რომ გიორგოს ნდობა მაქსიმალურად მოეპოვებინა და ისიც კი შეძლო, რომ მიაცემინა თავისი საბანკო ანგარიშის კოდები, სადაც კრიპტოვალუტას ინახავდა, ჯამში 400.000 ევროს ღირებულების. როცა ამ ქალმა თანხა გამოიტანა, ნელ-ნელა ჩამოშორდა გიორგოს.
მიუხედავად იმისა, რომ დიდ თანხაზეა საუბარი, გიორგო არ იყო ადამიანი, რომელიც თანხის გამო ასეთ დონემდე მივიდოდა. ვინაიდან ქალი მისი ცხოვრებიდან გაქრა, სასიყვარულო იმედგაცრუებისა და ღალატის გამო ჩავარდა სასოწარკვეთაში.
ძალიან იყო შეყვარებული ამ ქალზე, მან კი, ფაქტობრივად, ეს გრძნობები გაუყიდა. გიორგო თავს მოტყუებულად გრძნობდა, მიხვდა,რომ უღალატეს,” - აცხადებს მისი მეგობარი.
მამაკაცი იმასაც ამატებს, რომ ქალბატონმა არ იცოდა კონკრეტული აპლიკაციის გამოყენება, რომლის საშუალებითაც თანხა ანგარიშიდან აიღო, შესაბამისად, ფაქტია, რომ მას ამ ყველაფერში დამხმარე ჰყავდა.
წყარო: georgians.gr