„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
პატარა გაბრიელის დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჩვილის მიერ გადატანილ უმძიმეს პერიოდს იხსენებს. დედა წერს, რომ ახლა გაბის მშვიდად სძინავს და ტკივილი აღარ აწუხებს.
„გაბი ძლიერია, მაგრამ მე ბევრჯერ მოვკვდი, ბევრჯერაც დავნებდი... ბოლოს, უკვე ისიც ვთქვი, რომ ოპერაციას მაინც გავაკეთებდი... მახსოვს, როგორ გავბრაზდი, როცა თურქეთის ექიმი დაგეგმილ ოპერაციაზე არ მოვიდა... ასე, თავი დაადო და წავიდა… მახსოვს, რა დღეშიც ვიყავი. იმ დღესვე წამოვედით იმ კლინიკიდან, იმდენად გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ ახლა მადლობელი ვარ იმ ექიმს, თავისი თავის იმედი არ ჰქონია... ღმერთმა გაბრიელი კიდევ ერთხელ გადაარჩინა... გაბრიელი იმ მდგომარეობამდე იყო მისული, რომ შინაგანად ლპებოდა. ვხედავდი ნელ-ნელა როგორ კარგავდა მთლიან ენერგიას... არ ვიცი, მაგ ჯოჯოხეთურ დღეებს როგორ გადავურჩი, მაგრამ როცა საკუთარ თავზე ფიქრს ვიწყებ, ვხვდები, რომ მე არა, ეს ტკივილი გაბრიელს გადააქვს, რადგან გაბრიელი არ ნებდებოდა - არც მე უნდა დავნებებულიყავი... თუმცა ის მწარე დღეები მორჩა! გაბრიელს ტკბილად სძინავს, ისე რომ არ ეშინია, ისე, რომ არ სტკივა… და ისე რომ ცხოვრება უხარია...“ - წერს თაკო ბარბაქაძე.