„წახვედი და წაიღე ბავშვობის მოგონებებიც...“ - ხვიჩა კვარაცხელია გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობება
1794251235
ახალი წელი განსაკუთრებული ტრადიციებითა და სიმბოლოებით გამოირჩევა. 2027 წელს აღმოსავლური კალენდრით თხის წელი დგება, ამიტომ ბევრს აინტერესებს, რა უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე, რომ დღესასწაული განსაკუთრებულად შევხვდეთ.
თხა აღმოსავლურ კულტურაში სიმშვიდესთან, კეთილდღეობასთან, ჰარმონიასა და ბარაქასთან ასოცირდება.
სწორედ ამიტომ, საახალწლო სუფრის გაწყობისას ყურადღება შეიძლება მივაქციოთ ბუნებრივ, მრავალფეროვან და ფერად კერძებს.
რა უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე თხის წელს?
მწვანილი და ბოსტნეული – სალათები, ახალი მწვანილი, კიტრი, პომიდორი და სხვა ბოსტნეული.
ხილი – ვაშლი, მსხალი, ყურძენი, მანდარინი და სხვა სეზონური ხილი.
თხილეული – ნიგოზი, თხილი, ნუში და ჩირი.
ქართული ტრადიციული კერძები – საცივი, ხაჭაპური, ფხალი, გოზინაყი და სხვა საახალწლო კერძები.
ტკბილეული – ჩურჩხელა, თაფლი და სხვადასხვა ტკბილეული, რომელიც ბარაქისა და სიტკბოს სიმბოლოდ მიიჩნევა.
თხის წელთან დაკავშირებული სიმბოლური სუფრის მთავარი იდეა ბუნებრიობა, სიმარტივე და მრავალფეროვნებაა. ამიტომ კარგი იქნება, თუ სუფრაზე უხვად იქნება ხილი, ბოსტნეული, მწვანილი და თხილეული.
აღსანიშნავია, რომ აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, 2027 წელი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ახალი წელი კი 2027 წლის 6 თებერვალს იწყება, შესაბამისად, 31 დეკემბრის ღამეს ჯერ კიდევ ცხენის წელია.
მთავარია, ახალს წელს სიხარულით, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში და ბარაქიანი სუფრით შევხვდეთ!