1786007434
„გაბის დღეს ისევ ერთი ანესთეზია ელოდება… ვიმედოვნებ, ყველაფერი კარგად ჩაივლის“ - თაკო ბარბაქაძე
გაბის დღეს კიდევ ერთი ოპერაცია და ანესთეზია ელოდება. როგორც ჩვილის დედა, თაკო ბარბაქაძე სოციალურ ქსელში წერს, ბავშვს საოპერაციოში 15:00 საათზე შეიყვანენ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა „მინი ოპერაციად“ მიიჩნევა, გაბის დასუსტებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული რისკები კვლავ არსებობს.
„გაბის დღეს ისევ ერთი ანესთეზია ელოდება… კიდევ ერთი ოპერაცია... 3 საათზე ჩაიყვანენ საოპერაციოში და მჯერა, რომ უპრობლემოდ ამოიყვანენ… ეს არ არის რთული ოპერაცია, ეს არის მინი ოპერაცია, თუმცა გაბის ორგანიზმი დასუსტებულია, ვეღარ იტანს ამდენს...
ასეთ პატარას 20 ანესთეზია აქვს გაკეთებული. წინა ჩადგმა არც თუ ისე კარგად დასრულდა. ალბათ, გახსოვთ, როგორც გასივდა… ასეთი არასდროს არაფერი მინახავს... თუმცა, რისკები ახლაც არის და ვიმედოვნებ, რომ მხოლოდ რისკებად დარჩება. ახლა უბრალოდ ქვევით ჩაწევას აპირებენ, თუ რამე პრობლემა არ შეიქნა.. ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად ჩაივლის“, - წერს თაკო ბარბაქაძე.









