„გაბი უკვე 4 კილოა…გაიზარდა, ვუყურებ და ვეღარ ვცნობ...“ – თაკო ბარბაქაძე საოცარ ამბავს გვიზიარებს

გაბრიელი

პატარა გაბრიელ ჩადუნელის შესახებ ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი. ჯანმრთელობის მდგომარეობას და პროგრესს მთელი საზოგადოება განსაკუთრებული გულშემატკივრობით ადევნებდა თვალს.

გაბრიელის დედა თაკო ბარბაქაძე წერს, რომ პატარა ბიჭუნა უკვე 4 კილოგრამს იწონის.

„გაბი უკვე 4 კილოა… გაიზარდა, ვუყურებ და ვეღარ ვცნობ.. გუშინ 2 თვე გახდა, რაც გერმანიაში ვართ და სასწაულ შედეგს ვხედავთ. ვუყურებ გაბის ბარკლებს, ხელებს, სახეს და ვერ ვიჯერებ რომ ეს ის ბიჭია.. სულ რაღაც 1.500 არის მატება.. მაგრამ მე ათჯერ უფრო გაზრდილი მეჩვენება.. გაბის ვენური კვება კიდევ იმდენი ხანი ექნება, სანამ სტომა არ ჩაუბრუნდება.. თუმცა სანამ კიდევ ცოტას არ მოიმატებს ჩაბრუნებაზე არ ფიქრობენ.. ზუსტად ვიცი, რომ მალე არც კი დავითვლი მის გრამებს და აი მაშინ ვიქნები ყველაზე ბედნიერი დედა..

როცა აღარ დამაინტერესებს 20 გრამი დაიკლო თუ მოიმატაა.. ყოველ დილით ვწონით და ვერ წარმოიდგენთ, როგორ გიჟივით ველოდები დილას..5-10 გრამიც კი ჩემთვის ზეიმია. გაბი არამარტო წონით გონებივრადაც გაიზარდა და დაჭკვიანდა თუ პირიქით, ეგ საკითხავია. გაცელქდა, სულ გარეთ უნდა.. კლინიკაში არასდროს არ ვართ, იქ აღარ იძინებს და აღარც ღამე მაძინებს.. თუმცა როცა მღლის და უკვე აღარაფრის თავი აღარ მრჩება მახსენდება რომ 2 თვის წინ მაგაზე ვოცნებობდი… და ჩემი დაღლილობაც ქრება.

აქამდე უნდა გავეწერეთ, თუმცა ისევ კლინიკაში ვართ, რადგან შესაბამისი სახლი სამწუხაროდ ვერ ვიპოვეთ. თუმცა ჩვენი ექიმები ყოვედღიურად ეძებენ და მჯერა რომ მალე ვიპოვით. რაც ჩემთვის ახლა მთავარია გაბის კარგი ანალიზები აქვს თუმცა სხვა დანარჩები უცვლელი რჩება… ვენურ კვებაზეა და ასევე პირით კვებაზეც“, – წერს თაკო ბარბაქაძე.