დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
14 ივლისს საკვირველმომქმედ და მსწრაფლშემსმენელ ხატს - „დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი” 5 საათით გამოაბრძანებენ, – ვკითხულობთ ფეისბუქგვერდზე "დედოფალი".
ხატს, რომლის სახელსაც სასწაულები უკავშირდება, წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში 12 საათიდან 17 საათამდე გამოაბრძანებენ. ტაძარი ისნის რაიონში, მერვე ლეგიონის დასახლება, წულუკიძის ქუჩაზე მდებარეობს.
"საკვირველმომქმედი ხატის ასლებს ტაძარში შეიძენთ;
გააზიარეთ ეს ინფორმაცია, რათა არავინ დარჩეს გულდაწყვეტილი ბევრი მომლოცველი ელის ამ დღეს.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოგმადლოთ სიყვარული და მშვიდობა" - ვკითხულობთ ფეისბუქგვერდზე.
ამ ხატს "დედოფალი", ანუ "სიხარულის მომნიჭებელი" პატრიარქმა უწოდა. ის 2014 წელს შეიქმნა და ივერონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ანალოგია, რომელსაც "პორტაიტისა" ეწოდება.
ასევე ნახეთ:
რა ეცვა, რით იკვებებოდა და სად ცხოვრობდა უფლის წინამორბედი - „დღეს იოანე ნათლისმცემლის შობაა“