ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი 15 სექტემბრიდან გიწვევთ ტრენინგების კურსზე ფსიქოლოგიაში

ფსიქიკური

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი 15 სექტემბრიდან გიწვევთ ტრენინგების კურსზე ფსიქოლოგიაში

ტრენინგზე დარეგისტრირება შეუძლიათ: ფსიქოლოგებს, ექიმებს, სოციალურ მუშაკებს, პედაგოგებს, ადამიანური რესურსების მართვის სფეროს წარმომადგენლებს, სტუდენტებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს ფსიქოლოგიის და ფსიქოთერაპიული ტექნიკების დაუფლება, ხარისხის გაუმჯობესება, პიროვნული ზრდის შესაძლებლობების გამოყენება.

ტრენინგები შედგება 19 მოდულისაგან:
 ფსიქოლოგიის შესავალი;
 სოციალური ფსიქოლოგია;
 სინთეზური ფსიქოანალიზი;
კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიის
შესავალი;
დეპრესია;
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა;
პანიკური აშლილობა;
კვებითი აშლილობა;
განვითარების ფსიქოლოგია;
ემოციურ-ხატოვანი თერაპია;
სიცოცხლის ხაზი;
არტ-თერაპია;
გეშტალტ თერაპია;
სიმბოლ დრამა;
ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება;
კვლევა;
ფსიქოლოგიის პრაქტიკული კურსი. 

თითოეული მოდული გრძელდება 1 თვე (24 აკადემიური საათი), კვირაში 2 დღე, დღეში 3 საათი 

ღირებულება: თვეში 380 ლარი

სტუდენტებზე გავრცელდება 10 % ფასდაკლება.

3 და მეტი მოდულის (თვის) გავლის შემთხვევაში მსმენელები ისარგებლებენ 10 %-იანი ფასდაკლებით. 

ყველა მოდულის გავლის შემთხვევაში მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს სრული კურსის
გავლის შესახებ, ხოლო მოდულების მიხედვით, შესაბამისი მოდულის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. 

ტრენინგებს გაუძღვებიან წამყვანი სპეციალისტები, ფსიქოლოგიის დოქტორები და პროფესორები, პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტები: ლილი ხეჩუაშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, მეგი გოგოხია, ნატალია ებანოიძე, ანა ღვინიანიძე, ეკა კაპანაძე 

მისამართი: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი 2, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი. 

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

592 340094, 599 135962