ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ბათუმში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ეზოში მომხდარ მკვლელობაზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
საქმე ეხება 2021 წლის 21 ოქტომბერს მომხდარს, რა დროსაც ბათუმში ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ეზოში ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანებები მიაყენა ერთ, პირს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 21 ოქტომბერს, ქ. ბათუმში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ეზოში, გ.დ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ე.ჯ.-ს დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ განაჩენს სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.