„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
ჩინეთის მკვიდრს ფსიქიკური აშლილობა დაეწყო მას შემდეგ, რაც მშობლები მუდმივად მეორე ნახევრის პოვნასა და ოჯახის შექმნაზე ესაუბრებოდნენ.
27 წლის ქალის ისტორია გამოცემა South China morning post-მა გაავრცელა.
ჩენ ლიანმა ექიმს უჰაერობისა და სახსრების ტკივილის პრობლემით მიაკითხა. მედიკოსებმა პაციენტი გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ყველა სიმპტომი შფოთვითი აშლილობითაა გამოწვეული.
ქალის მკურნალმა ექიმმა ისიც დაადგინა, რომ უჰაერობა პაციენტს ოჯახში მომხდარი დიდი სკანდალის შემდეგ დაეწყო.
„მისი სიტყვებით, მშობლები მუდმივად ოჯახის შექმნაზე ესაუბრებოდნენ და ამას კატეგორიულადაც კი მოითხოვდნენ.
ბოლოს და ბოლოს ჩენის მოთმინების ფიალა გაივსო და სერიოზული კონფლიქტი მოხდა“ – განაცხადა ექიმმა და თქვა, რომ შფოთვითი აშლილობა სწორედ ამ მოვლენებმა გამოიწვია.