წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
ცნობილი ქართველი ტიკტოკერი ცოლ-ქმარი თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა.
მარიამ მამარდაშვილი „პრაიმტაიმთან“ მოჰყვა, რომ დილით მიიღო შეტყობინება, თითქოს ემიგრანტი თანხას ურიცხავდა, მესიჯის ავტორი კი ბანკის თანამშრომელი იყო და იმისათვის, რომ ფული ანგარიშზე ასახულიყო, ესემესის სახით მიღებული კოდი უნდა ეთქვა მისთვის.
მარიამ მამარდაშვილის თქმით, მახეში გაება, საბოლოო ჯამში კი მათ ტიკტოკის ანგარიში გააუქმეს და ყველა ვიდეო წაშალეს.
„დილით მომწერეს: „ბანკის თანამშრომელი ვარ, ნომერზე მესიჯით მოგივათ კოდი და მოგვწერეთო, თურმე ტიკტოკის მითვისება ნდომებია, მეგონა, ვიღაც თანხას მირიცხავდა, მან ასე მითხრა, მეც მივწერე, მომატყუა. მიითვისა ჩვენი გვერდი და ახლა, რომ შევედი ყველაფერი წაშლილი აქვს, ვიდეოები აღარ აქვს. ის გვერდი აღარ არსებობს, სადაც 25 000 გამომწერი გვყავდა.
ვიყავი პოლიციაში მისული, განვაცხადე, უკან რომ დავბრუნდი უკვე წაშლილი ჰქონდა ვიდეოები. ალბათ დაიწყებენ გამოძიებას.
ჩემი აზრით, ჩვენი ვიდეოების გამოყენება უნდოდათ, მე რომ რეაგირება არ მომეხდინა, შესაძლოა, მერე ესარგებლა კიდეც მას.
ახალი შევქმენით, 5 ვიდეო გვაქვს დადებული, მაგრამ გამომწერები აღარ გვყავს. ახალ ანგარიშზე ჩემი მეუღლის სურათი დევს მხოლოდ“, - გვითხრა მარიამ მამარდაშვილმა.
მარიამ მამარდაშვილისა და გიორგი შუკაკიძის წყვილზე „პრაიმტაიმი“ ცოტა ხნის გიყვებოდათ.