ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოქცეულ ტიკტოკერს ბრალი "ღალატისთვის" წაუყენეს

bichi

სოხუმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა აფხაზი ტიკტოკერის, დაურ ბუავას წინააღმდეგ.
ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას ბრალად "სახელმწიფო ღალატი" ედება.

დაურ ბუავამ ოკუპირებული ტერიტორია 1 წლის წინ დატოვა და მას შემდეგ იგი თბილისში ცხოვრობს.
ის საკუთარ ვიდეოებში ქართველების და აფხაზების მეგობრობაზე ხშირად საუბრობს.

სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოებში იგი არც სამომავლოდ, თანაცხოვრების პერსპექტივაზე ერიდება.
დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რომ ახალგაზრდა ტიკტოკერის კონტენტი აზიანებს აფხაზეთის "სუვერენიტეტს", "ტერიტორიულ მთლიანობას", "სახელმწიფო უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას".
სოხუმი ამბობს, რომ მასალები შეიცავს პროპაგანდას - აფხაზეთის სუვერენული რესპუბლიკის საქართველოსთან შეერთებას ავტონომიური რესპუბლიკის სახით.

„ვიდეოს ავტორი ხაზს უსვამს აფხაზეთის რესპუბლიკის საქართველოში შეერთების სამომავლო დადებით ასპექტებს, რითაც დახმარებას უწევს უცხო სახელმწიფოს მტრულ ქმედებებში", - წერია განცხადებაში.

მათივე თქმით, გაიჩხრიკა ქალაქ ტყვარჩელში, დაურ ბუავას საცხოვრებელი სახლიც, "უკანონო საქმიანობის" ამსახველი შესაძლო საგნებისა და დოკუმენტაციის აღმოჩენის მიზნით.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉  VIDEO: მატყუარა ოკუპანტმა სიკვდილი გაითამაშა - კადრებს უკრაინული მედი ავრცელებს

👉 „მე და ჩემი შვილები ქმარმა ცისფერი თვალების ქონის გამო მიგვატოვა“ – ნიგერიაში მცხოვრები რისიკატის ისტორია

👉 VIDEO: „ბიძია ვოვა, ჩვენ შენთან ვართ!“ - სარატოვის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და მასწავლებლები პუტინს უმღერიან