ფოთში, მე-9 დღეა 22 წლის ბიჭს ეძებენ

ჯანო ჯიქია

ფოთში, უკვე მე-9 დღეა, 22 წლის ჯანო ჯიქიას ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა სახლიდან 24 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ მისი კვალი იკარგება.

,,მეგობრებო, გაუჩინარდა 22 წლის ბიჭი ფოთში, 24/10/2022 გავიდა სახლიდან დაახლოებით 19:30. ეცვა წითელი ფერის ქურთუკი და მუქი ფერის ჯინსი, თავზე ეხურა შავი ფერის ქუდი, სიმაღლე დაახლოებით 190 სმ.
ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს გყავთ შემჩნეული დღევანდელ დღემდე, გამოგვეხმაურეთ. შესაძლოა, იყოს სხვა ქალაქშიც, ამიტომ მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა გააზიარეთ.

პ.ს თუ არის თქვენს მიმდებარედ ნასახლარი, მიტოვებული შენობები, ეკლესია, გთხოვთ შეამოწმეთ ტერიტორია", - წერია Facebook-გვერდი "ფოთი საქართველოას" გვერდზე.