ინდოეთში ხიდის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტ ადამიანს კი მდინარეში ეძებენ

ინდოეთი

დასავლეთ ინდოეთის შტატ გუჯარატში ხიდის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტ ადამიანს კი მდინარეში ეძებენ. ხიდი მაშინ ჩაინგრა, როცა მასზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 

ტრაგედია მდინარე მაჩუზე მორბის ხიდზე მოხდა. ის 140 წლის წინ აშენდა, რამდენიმე წლის განმავლობაში რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა და ვიზიტორებისთვის მხოლოდ ოთხი დღის წინ გაიხსნა. სამაშველო ოპერაციას პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ხელმძღვანელობს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა.

მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა პასუხისმგებლობას იღებს ტრაგედიაზე.