ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი შეცდომით მოკლეს! - გახსნილია 2003 წლის მკვლელობის საქმე
1771705778
ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, თეა ცხადაძემ მეგობრის შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. 42 წლის ნატალია სარდლიშვილს მოულოდნელად, ინსულტმა დაარტყა და კომატოზოიდურ მდგომარეობაში თითქმის 1 კვირა იმყოფებოდა.
„ისრაელში პირველად რომ ჩამოვედი, აქ გავიცანი და პირველი ჩემი ამხანაგი იყო აქ. შემდეგ გათხოვდა, ქმარი აქეთ იყო და თავადაც უნდოდა დაბრუნება.
თბილისში კორონა დაემართა, კლინიკაში იწვა, მას შემდეგ თავის ტკივილები დაეწყო. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ არაფერი სჭირდა. წამლები დაუნიშნეს და თავის ტკივილებზე მკურნალობდა. 10 დღის წინ, ეზოში მანქანა გააჩერა და ინსულტმა დაარტყა. გათიშულ მდგომარეობაში მეზობელმა იპოვა. სანამ საავადმყოფოში გადაიყვანეს, უკვე კომაში იყო. თითქმის 1 კვირა ასე იყო...“, - გვითხრა თეა ცხადაძემ.