დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
შარტავას ქუჩაზე მომხდარმა ავარიამ უკვე მეორედ საქართველო აალაპარაკა. ჯერ პატარა დათიკო იყო, ახლა კი გუშინ, დაშავებული ახალგაზრდა ქალი, რომლის მდგომარეობა უკიდურესად მძიმედ შეფასდა. რომ არა შემთხვევით, საბედისწერო ადგილას გამვლელი 36 წლის ექიმი, არავინ იცის, ამ ქალის მდგომარეობა ახლა როგორ იქნებოდა...
"პრაიმტაიმმა" სწორედ ამ მამაკაცს მიაკვლია, რომელმაც ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში მყოფ ქალს პროფესიული დახმარება გაუწია. იმედია, მალე გავავრცელებთ ინფორმაციას, რომ ეს ქალი კლინიკიდან გაწერეს და ამაში მთავარი როლი ექიმმა არჩილ მარშანიამ შეასრულა.
"შარტავას გამზირზე მოვდიოდი, დავინახე, რომ ხალხი შეგროვებულიყო. გავჩერდი და აღმოჩნდა, რომ ავარიის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი იყო - მოტოციკლის მძღოლი ახალგაზრდა მამაკაცი და ასევე, ახალგაზრდა ქალი.
ამ მამაკაცს მძიმე ტრავმული დაზიანებები ჰქონდა, ცნობიერება დაბინდული, თუმცა გონებაზე იყო. მერე დამიძახეს მეორე დაშავებულთან, რომელიც ცოტა მოშორებით იყო, ის უგონო, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, პულსი არ ესინჯებოდა, აღარ სუნთქავდა.
ამიტომ, გულ-ფილტვის რეანიმაცია დავიწყე. იმ ადგილას ჩემი კოლეგაც აღმოჩნდა და ალბათ, 15-20 წუთი გულ-ფილტვის რეანიმაციას ვაკეთებდით. ნამდვილად იყო მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე, აუცილებელი იყო ამ პროცედურების გაკეთება.
ამასობაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა მოვიდა, დაშავებული ქალი ხელოვნურ სუნთქვაზე გადავიყვანეთ და მოხდა პაციენტის კლინიკაში წაყვანა.
მე, ექიმი ვარ, რეანიმატოლოგი. ამჟამად, ბრიტანეთში ვმუშაობ. თბილისში ვარ პირველადი დახმარების ცენტრის დამფუძნებელი და ინსტრუქტორი." - ამბობს არჩილ მარშანია.
ცნობისთვის, თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, 30 აპრილს, შარტავას და დები იშხნელების ქუჩების კვეთაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს „ტოიოტას" მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა, რის შედეგადაც დაშავდა მოტოციკლის მძღოლი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი.