ზოდიაქოს 4 ნიშნისთვის 2025 წელი განსაკუთრებით იღბლიანი იქნება
1732220591
"უკვე 65 დღეა ვგლოვობ. ცხოვრება გაჩერდა... სულ მცირე, 40 მილიონი ადამიანი მაინც იგივეს გრძნობს, რასაც მე..." - ასე იწყებს საუბარს "პრაიმტაიმთან" ერეკლე კოდუას საყვარელი ქალი, ულამაზესი კატალია დიდა. ის უკრაინიდანაა, თუმცა უნგრეთში ცხოვრობს. კატალინა იქ სამოდელო კარიერით არის დაკავებული.
მას ქართულ მედიასთან დუმილის დარღვევა უმძიმესმა ემოციებმა გადააწყვეტინა, რომელიც 65 დღის განმავლობაში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან დღემდე დაუგროვა.
ამბობს, რომ იმედის სხივს მსოფლიოს ის ქვეყნები უჩენენ, რომლებიც ახლა უკრაინას ეხმარებიან.
"უკვე 65 დღეა ვგლოვობ. ცხოვრება გაჩერდა... სულ მცირე, 40 მილიონი ადამიანი მაინც იგივეს გრძნობს, რასაც მე... და რას გრძნობს 10 წლის პატარა გოგონა, რომელიც გააუპატიურეს ბინძური ნაძირალების ჯგუფმა (რუსი ჯარისკაცები)?! ან რას გრძნობს დედა და ცოლი, რომლის ქმარიც "რუსმა ჯარისკაცებმა" მოკლეს...
"ადამიანი" ეს უბრალოდ ტერმინია, თუმცა ისინი (რუსები) არ იმსახურებენ ადამიანების დაძახებას - როგორ შეიძლება ადამიანი ვუწოდოთ მას, ვინც საკუთარ სახლში შვილის თვალწინ დედას გააუპატიურებს?! ვერც კი წარმომიდგენია ბოლომდე, რას გრძნობენ ისინი...
რაც უკრაინაში ხდება, ვგრძნობ, რომ რუსების მოკვლის ძლიერი მოთხოვნილება მაქვს... თუნდაც ერთის... ასე უფრო ადვილი იქნება ვიცხოვრო ამ პლანეტაზე. იცით, ეს საშინელებაა... 21-ე საუკუნეა და მაინც შესაძლებელია ეს ხდებოდეს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, გარკვეულწილად იმედს მაინც ვგრძნობ, როცა ვხედავ, როგორ ეხმარებიან მსოფლიოს ქვეყნები ჩემს სამშობლოს... მაქვს იმედი, რომ საბოლოოდ ამ დახმარებით პუტინი გაჩერდება და ვამაყობ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ასე მამაცურად იბრძვიან...
მე ვამაყობ ჩვენი პრეზიდენტით, რომ დარჩა და მამაცურად იბრძვის, როცა უმრავლესობას წასვლა და თავის გადარჩენა ურჩევნია... მე ვამაყობ ჩემი ძვირფასი უკრაინელი ხალხით, რომლებმაც ასე გაბედულად გააჩერეს რუსული ტანკი, შეუიარაღებლად, მხოლოდ ხელით...
მადლობელი ვარ შესანიშნავი ქართველი პროფესიონალების, გმირების, მამაცების, რომლებიც ახლა უკრაინის ფრონტზე იბრძვიან. თითოეული მათგანი გმირია! ნათელი ხსოვნა მათ, ვინც სიცოცხლე ამ საშინელ ომში გაწირა…
- კატალინა, სად არის თქვენი ოჯახი ახლა?
- დედაჩემი ბოლო ორი წელი უნგრეთში, თუმცა თებერვალში რუსების შემოსვლის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა... რთულია თქმა "შეჭრამდე", რადგან ფაქტობრივად, რუსეთი 2014 წელს შემოიჭრა უკრაინაში, ეს არის ერეკლეს გაცნობის წელი. ასე, რომ მთელი ამ დროის მანძილზე, რაც ერთად ვართ, ჩვენი საერთო ხასიათის თვისებაა აგრესია რუსი ხალხის მიმართ და მთლიანად რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, 2022 წლის 24 თებერვალი გახდა თარიღი, რამაც ჩემი ცხოვრება "ადრე" და "შემდეგ" დაყო.
როგორია დიალოგი თქვენსა და ერეკლეს შორის ამ ომის შესახებ?
- ერეკლე თავისი დიდი გამოცდილებითა და ცოდნით მამშვიდებს, მას მტკიცედ სჯერა, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს საქართველოს გამარჯვებაც იქნება რუსეთის პარაზიტულ და ტერორისტულ რეჟიმზე. ერეკლე აპირებდა უკრაინის ომში ფრონტზე საბრძოლველად წასვლას, მაგრამ სამწუხაროდ, ხერხემალზე მან ორი ოპერაცია გაიკეთა. იქიდან კი სადაც ერეკლეა, ჩვენ ის ძალიან გვეხმარება ყველა ნაწილში, მაგალითად ჰუმანიტარულად. უკრაინაში ბევრი სასარგებლო რამ გაგზავნა - სასწრაფო დახმარების მანქანები, საკვები პროდუქტები. ასევე, ლტოლვილთა ოჯახებს მასპინძლობს...