დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
მამა გაბრიელის სულიერმა შვილმა, მანანა ხორბალაძემ ხილვები, რომელიც დათი ქოქრაშვილზე ჰქონდა, ექსკლუზიურად "პრაიმ ტაიმის" მკითხველს ცოტა ხნის წინ გაანდო.
ამჯერადაც არანაკლებ საინტერესო ინფორმაციას გვიმხელს. ამბავს მამა ნიკოლოზ მაქარაშვილის წინასწარმეტყველებაზე, ქალბატონი მანანა საჯაროდ პირველად ჰყვება.
მანანა ხორბალაძე: ბელგიაში ცხოვრების დროს წლები ისე გავიდა, რომ მამა ნიკოლოზი არ მყავდა ნანახი. ძალიან მენატრებოდა, რადგან უდიდესი სიახლოვე გვქონდა. მამა გაბრიელმა დაგვაახლოვა.
როდესაც მძიმე სენით დავავადდი და საწოლს მივეჯაჭვე, მამა ნიკოლოზს ხშირად აგზავნიდა ჩემთან მამა გაბრიელი. ის მაზიარებდა და პარაკლისს მიხდიდა.
საქართველოში ჩამოსვლისას, მასთან წაღვერში წამიყვანა მამა გაბრიელის სულიერმა შვილმა, მალხაზ ჯინორიამ. ხუთშაბათობით ბაზარში მიდიოდა მამა ნიკოლოზი. მალხაზმა ჭიშკართან დამაყენა. ბერმა რომ დამინახა, ხელები ზეცისკენ აღაპყრო და რაღაც უცნაური ხმა აღმოხდა (ღმუილივით). შემდეგ გულში ჩამიკრა და ჯვარი გადამსახა.
მე თან მახლდა მეგობრის შვილი, ქრისტი, დათი ქოქრაშვილის დედა. მამაოს ვუთხარი, დალოცე მამაო, ეს ჩემი მეჯვარის ქალიშვილია-მეთქი.
მამა ნიკოლოზმა თვალებში ჩახედა ქრისტის და კარგა ხანს მიაჩერდა. უეცრად ქრისტის ქვითინი წასკდა და მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც იქ ვიყავით, ტირილი არ შეუწყვეტია... მაშინ ეს ფაქტი ვერ ავხსენით...
და ახლახან, როდესაც ეს უბედურება მოხდა, გამახსენდა ეს ეპიზოდი და ქრისტისაც გავახსენე.
ვფიქრობ, მამა ნიკოლოზმა წინასწარ დაინახა, რა ელოდა ქრისტის...