Exclusive: „მამა გაბრიელი ამბობს, დათი გადარჩება და ძალიან კარგი კაცი იქნებაო...“ - ხილვები, რომელსაც წმინდანის სულიერი შვილი დათიზე გვიყვება

dati

დათი ქოქრაშვილი მკურნალობას გერმანიაში განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ, ბავშვის დედამ, სოციალურ ქსელში, წვიმაში ეტლით მოსეირნე ბიჭის მხიარული ვიდეო გამოაქვეყნა. 

რვა წლის ბიჭუნას ისრაელში რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა. ის წმინდა მიწაზე არაერთმა სასულიერო პირმა და ცნობილმა, თუ არა ცნობილმა სახემ მოინახულა.

უსაყვარლეს ბიჭს სრულიად საქართველო გულშემატკივრობს და უფალს ბავშვის გამოჯანმრთელებას  სთხოვს. 

მანანა ხორბალაძეს "პრაიმტაიმის" მკითხველი კარგად იცნობს. მამა გაბრიელის სულიერ შვილს დათიზე ხილვა ჰქონდა. აი, რას გვიყვება ექსკლუზიურად ქალბატონი მანანა.

მანანა ხორბალაძე: თავიდან, როდესაც ეს თავზარდამცემი ამბავი შევიტყვე, ადგილს ვეღარ ვპოულობდი, ცრემლები ღვარად მდიოდა. წარმოვიდგინე, რა დღეში იყო ჩემი ქრისტი, ირაკლი. ქრისტის ბავშვობამ ჩემს თვალწინ გაიარა. უსაყვარესი და გამორჩეული ბავშვი იყო, თავისი სათნოებით და სიკეთით. ვფიქრობდი, რა გაუსაძლის დღეში იყო ჩემი მეგობარი ნინო (დათის ბებია).

მაშინვე დედა პარასკევას დავურეკე. მითხრა, ახლავე მივდივარ თბილისში, დრო ძალიან ცოტა დარჩაო. დავურეკე ჩემს მეჯვარეს ნინოს და ვუთხარი, რომ დედა პარასკევა მიდიოდა მათთან. ძალიან გაუხარდა. როდესაც რეანიმაციაში დედა პარასკევა შევიდა, დათის მამას გაბრიელის ქუდი დააფარა. ამ ამბის შემდეგ მთელ ოჯახს უდიდესი იმედი ჩაესახათ და ის ურვა და დარდი, თითქოს სადღაც გაუქრათ. ცოტა ხანში მირეკავს დედა პარასკევა და მეუბნება, მამა გაბრიელი ამბობს, დათი გადარჩება და ძალიან კარგი კაცი იქნება, მაგრამ წინ უდიდესი განსაცდელები და უამრავი ოპერაციები ელოდებაო. 

ხილვები, ვნების კვირაში, სამი დილის განმავლობაში მქონდა და ეს იმ მხურვალე ლოცვის შედეგია, დღე და ღამე, მუხლმოდრეკილი და აცრემლებული რომ ვლოცულობდი ჩვენი ანგელოზისთვის.

როდესაც მთელი არსებით უფალს მიენდობი და გულით ლოცულობ, უფალი აუცილებლად შეისმენს.

დათისთვის მართლმადიდებლური სამყარო შევძარი. სწორედ ამდენი ხალხის ლოცვისა და დათის მშობლების რწმენის გამო აჩუქა სიცოცხლე უფალმა ბავშვს.

ისრაელში ყოფნისას, როდესაც დათის დედა, ქრისტი მირეკავდა, რაც შემეძლო ვანუგეშებდი. დიდება უფალს, ის არის ყველაზე დიდი ნუგეში და იმედი. 

მოკლედ, ვნების კვირაში, დილით თვალი რომ გავახილე, პირჯვარი გამოვისახე და დათი შევავედრე უფალს. შემდეგ ისევ დავხუჭე თვალები. ხომ არის შემთხვევა, დილით გაღვიძება რომ გეზარება და ისევ თვალებს ხუჭავ. ასე იყო სამივეჯერ...

დავხუჭე თვალები და ზეცაში გუმბათს ვხედავ, რომლის შუაშიც ზის მაცხოვარი, გვერდით დედა ღვთისმშობელი უზის და უამრავი წმინდანისა და ანგელოზის გარემოცვაშია. წინ ედგათ მდუმარე, თავდახრილი პატარა კრავი. რაღაცაზე მსჯელობდნენ, მე მათი ხმები არ მესმოდა. თითქოს სასამართლო პროცესივით იყო და განაჩენი უნდა გამოეტანათ. გაისმა ხმა, "დაიკლას თუ არა ღვთის კრავი." 

მეორე დილას, ისევ გუმბათის ხილვა მქონდა. ვხედავ მაცხოვარს, ღვთისმშობელს, წმინდანებს, ანგელოზთა დასს... ვლოცულობ: გთხოვ, უფალო, მეორე სიცოცხლე აჩუქე პატარა დავითს-მეთქი. მაცხოვარს მარჯვენა ხელში დიდი ოქროს ჯვარი ეჭირა. ჩემი ვედრების შემდეგ ეს ჯვარი აღმართა მაცხოვარმა და გადამსახა. თვალები გავახილე და ეს ყოველივე გაუჩინარდა.

მესამედ სამების დიდი ხატი ვნახე, ცოცხლად. თითქოს გაცოცხლდა წმინდა სამება, გვერდით კი, ზუსტად მათ სიმაღლეზე დათუნა იჯდა. ბავშვს მარცხენა მხარზე სამი ძალიან დიდი ოქროსფერი ჯვარი ჰქონდა. დაახლოებით მენჯის ძვლამდე ჩამოსდიოდა ჯვრები.

უეცრად გამჭვირვალე, არამიწიერი ფრინველი, რომელიც მტრედს ჰგავდა, მაგრამ უფრო დიდი იყო დათუნას ფეხებთან გაჩნდა. მსგავსი არასდროს მინახავს, იმდენად გამჭვირვალე იყო, ვერ ვარჩევდი, რა ფრინველი იყო. უეცრად აფრინდა. 

იმავე საღამოს ქრისტის რომ ვესაუბრე, მითხრა, რომ ძალიან ცუდად გამხდარა ბავშვი, ძლივს გადაურჩენიათ. სასწრაფოდ გაუკეთეს სხვა დღეს ჩანიშნული ოპერაცია და დანეკროზებული რბილი ქსოვილები ისევ ააჭრეს.

დიდება უფალს, დათი ისევ განაგძობს ბრძოლას.