გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
უკრაინასთან წამოწყებული ომის შემდეგ საკმაოდ ბევრი ადამიანი ჩამოვიდა საქართველოში, რუსეთიდან. ერთ-ერთი მათგანია ანა, რომელმაც ქართული ენა შეისწავლა და საქართველოს მოსახლეობას ქართულად მიმართავს, სოციალური ქსელიდან.
„გამარჯობა, მე ანა ვარ, რუსი ემიგრანტი, საქართველოში. ჩვენ, რუსებს გვესმის, რომელ ქვეყანაში ვართ. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს კრიმინალურად აქვს ოკუპირებიული საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. ჩემი თაობა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო და ჩვენ არ მივირეთ მონაწილეობა იმ ომში, მაგრამ ჩვენ ვიცით პასუხისმგებლობა რუსეთის ქმედებებზე. ჩვენ ვიბრძვით პუტინის წინააღმდეგ, რუსეთის რეჟიმის დამხობისთვის. გავათავისუფლოთ უკრაინა და საქართველოს ტერიტორიები რუსეთის ოკუპაციისგან. პუტინის რეჟიმი დაეცემა, უკრაინა, საქართველო და რუსეთი თავისუფალი იქნება“. - ამბობს ანა.