პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ადიგენის მისტიკურ სახლში პარანორმალური მოვლენები გრძელდება - აქამდე თუ ოჯახის წევრები დამწვარ ნივთებზე, თვითაალების ფაქტებსა და მირონმდინარე ხატებზე საუბრობდნენ, ახლა კიდევ ერთი აუხსნელი რამ ხდება...
ამჯერად, სახლის მეპატრონის თქმით, საცხოვრებელი სახლის კედლები სკდება...
"პრაიმტაიმის" მკითხველმა სამცხეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამყურში მომხდარ აუხსნელ და დაუჯერებელ ისტორიაზე რამდენიმე კვირის წინ სტატია და ადგილიდან ვიდეო კადრები იხილა. ამჯერად, ბექა ჩხაბერიძე ამბობს, რომ სახლს კედლები უსკდება და ახალ-ახალ ნაპრალებს ყოველდღე ამჩნევენ.
ოჯახი ფაქტობრივად ქუჩაშია დარჩენილი, ამ სახლში ცხოვრებას ვეღარ ახერხებენ და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს დახმარების მიზნით მიმართეს კიდეც. ოჯახის წევრები ღამეს სხვადასხვა მეზობლებთან ათევენ.
ბექა ჩხაბერიძემ "პრაიმტაიმს" კიდევ ერთი ვიდეო გადასცა, სადაც ნახეთკი კედლებია ასახული.
"მუდმივად ტელეფონით დავდივარ და ყველაფერს ვიღებ, მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი სოფელი გავგიჟდით, თქვენც ხომ არ მოგეჩვენებათ და მთელ საქართველოს?!
ეს ყველაფერი ხდება, დაუჯერებელია, მაგრამ რეალურია... ყველაფერი ხანძრებით დაიწყო, რომლებიც როგორ ჩნდებოდა, ვერ ვხვდებოდით, მერე ყველაფერი დაიწვა, რაც ნაჭრის იყო. ტანსაცმელი, ლოგინი გაგვინადგურდა.
მალევე, ხატებს მირონდენა დაეწყო და პარანორმალური მოვლენებიც სახეზე გვქონდა.
გვიმძიმს, მაგრამ რეალობას თვალი გავუსწორეთ. მომხდარმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ზოგს არ სჯერა, ზოგი ტყუილებში გვადანაშაულებენ, მაგრამ ამის მომსწრე მთელი სოფელი და რაიონის, სოფლის გამგებლები არიან. თავად ამბობენ, ასეთ სახლში ცხოვრებას ჩვენ ვერ შევძლებდითო.
არავინ არაფრით გვეხმარება, მხოლოდ რამდენიმე სასულიერო პირის იმედად ვართ, რომლებიც მოდიან და ჩვენს სახლში პარაკლისებს იხდიან.
ოჯახის წევრები მეზობლებში გადავნაწილდით და ღამეს ასე ვათევთ... დღე კი სახლის ეზოში ვბრუნდებით და ვუყურებთ ამ ყველაფერს... არადა, რემონტი გვქონდა წამოწყებული, მხოლოდ ახალ სახურავში 10 000 ლარი გადავიხადეთ, ეს ჩვენი მამაპაპისეული სახლია და რა თქმა უნდა, აქ გვინდოდა ცხოვრება...
იძულებულები გავხდით და დავტოვეთ ყველაფერი, მაგრამ ჩვენი მომავალი გაურკვეველია, ჯერჯერობით არავინ დაგვხმარებია... გამგეობასაც მივმართეთ, სადმე ხომ უნდა ვიცხოვროთ?! გამოუვალ მდგომარეობაში ვართ..." - ამბობს ბექა ჩხაბერიძე.