პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მონაწილემ, თამარ ახალკაცმა 5-წლიანი ქორწინება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამო დაანგრია. მან ამის შესახებ „პრაიმტაიმთან“ გულახდილად ისაუბრა.
„მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა ჩვენი შეუღლების დღიდან დაიწყო, თუმცა, ფიზიკური ძალადობა ერთადერთხელ მოხდა. მე ამის შესახებ ხმამაღლა ვისაუბრე, მისთვის არ მიჩივლია. ეს არ იყო დარტყმა, ეს იყო 40-წუთიანი შეუწყვეტელი წიხლის რტყმა სახეში... ვინც მანიპულირებთ, რომ გიღალატეს და ცუდი ცხოვრება გაქვთ გამოვლილი, არავინ იცის, ვის რა შეემთხვა...
მე სახლში უამრავი ცნობა მაქვს, რომელიც ჩემმა მშობლებმა გააკეთეს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის უნდა ეჩივლათ, თუმცა, მე ეს არ დამიშვია. მაქვს დასკვნები, რომ ვიყავი ძალიან დიდი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ჩემი ფოტოები დღემდე შენახულია...
მასთან ერთად რომ ვცხოვრობდი, მაშინაც არ ვიყავი ცოლქმრულ ურთიერთობაში. რომ გამოდიხართ და სვამთ კითხვას, კაცი ხომ არ გჭირდებაო?! მე მყავს უმაგრესი კაცი, რომელიც მთელ ჩემს ემოციებს და ფიზიკურ ძალას აკონტროლებს. კი, მისი სიტყვა ჩემთვის ნამდვილად კანონია. თქვენ იდარდეთ თქვენს მეწყვილეებზე...“ - გვითხრა თამარ ახალკაცმა.
ასევე ნახეთ:
ანანოს „პრაიმ ჰაუსი“ მეუღლემ დაატოვებინა - კულუარული ამბები რეალითი შოუდან