ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონს ერთი გამოკვეთილი მონაწილე უკვე ჰყავს, ეს თამარ ახალკაცია. ის თავისი ხმამაღალი და მწვავე განცხადებებით ყურადღებას ხშირად იქცევს და ბევრი განაწყენებულიც ჰყავს.
თამარმა ერთ-ერთ ეპიზოდში გააჟღერა, რომ „ფულიანი მამიკოს გოგოა, თუმცა, ოჯახის გავლენებს არ იყენებს“. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, კონკრეტულად რას გულისხმობდა მონაწილე.
„მამამ ბოლო წლებია, გადაწყვიტა, რომ პირდაპირ კაბინეტიდან ამდგარიყო და სოფლად გადასახლებულიყო. გორში ძალიან დიდი მიწები გვაქვს. ახლა მას საქონლის, ჰოლანდიური ჯიშის ფერმები აქვს და საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს საქმიანობას. აქვს ძალიან დიდი ღვინის მარანი...
მამა მთელი ცხოვრება მერიაში მუშაობდა, ასევე, ჰქონდა ბიზნესიც. უზარმაზარ ტერიტორიებს ფლობდა, რომელსაც შემდგომ ქირაობდნენ.
რაც შეეხება დედას, მანანა მათიაშვილი - მთელი ცხოვრება პარლამენტის დეპუტატი იყო. შემდეგ გადაწყვიტა, რომ მოსკოვში წასულიყო, აიხდინა ოცნება და უზარმაზარი რესტორანი გახსნა, რომელიც კრემლში, მსოფლიოდან ჩამოსულ დეპუტატებს მასპინძლობდა.
სამწუხაროდ, ჩვენი რესტორანი რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაყადაღდა და დღემდე ამ მდგომარეობაშია. სასამართლო დავები გრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ დავიბრუნებთ.
მეც ვოცნებობ. რომ საქართველოში საკუთარი რესტორანი მქონდეს. თუმცა, ჩემი რესტორანი სულ მალე უმასპინძლებს ყველას. მზადების პროცესშია...“ - გვითხრა თამარ ახალკაცმა.
ასევე ნახეთ:
„KING თამარა ისევ „ხოდზეა“, სიძლიერის ეტალონი ვარ...“ - „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე
რატომ აპირებდა „პრაიმ ჰაუსის“ ლაივ შოუს პროტესტის ნიშნად დატოვებას სალომე უშხვანი
„ამას არ ველოდი“ - რა მოხდა „პრაიმ ჰაუსის“ ლაივის დროს, რომელსაც სალომე უშხვანიც ესწრებოდა