დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უმშვენიერესი მოდელის, მარიამ გველესიანის ცხოვრებაში სიახლეებია. მისმა ფეხბურთელმა საქმრომ, „დინამო თბილისის“ კაპიტანმა, გიორგი პაპავამ კლუბი სულ რამდენიმე დღის წინ დატოვა და სპორტულ საქმიანობას უზბეკურ AGMK-ში განაგრძობს.
მას შემდეგ, რაც მარიამს გასული წლის დეკემბერში გიორგიმ ხელი სთხოვა, წყვილი საკუთარი ბინის რემონტით აქტიურად დაკავდა, შემოდგომით ქორწილსაც გეგმავდა, თუმცა, ფეხბურთელის გადაწყვეტილებამ მათი გეგმები შეცვალა.
სიახლეებზე და სამომავლო გეგმებზე მარიამ გველესიანი „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.
მარიამ გველესიანი: სიტუაცია სწრაფად შეიცვალა, არ ველოდი ისე მოხდა გიორგის მხრიდან „დინამოს“ დატოვება და ახალ გუნდში გადასვლა. ჩვენ გეგმები ცოტა სხვანაირი იყო... ახლა აირია, იმიტომ, რომ მოგვიწევს ახლის დასახვა და გადაწყობა. ჯერჯერობით, გიორგი 1 თვით არის წასული. სექტემბერში გვაქვს ჯვრისწერა, ჯვრისწერის დღეს ჩამოდის. იმ გუნდში სხვანაირად დასვენება არ აქვს. ჩვენი ქორწილის ამბებმაც ცოტა გადაიწია. მომდევნო ზაფხულს როცა უფრო დალაგებულები ვიქნებით, გვექნება ქორწილი.
ჩვენი გეგმები მხოლოდ აქამდე მიდის - ქორწილის შემდეგ ტაშკენტში მეც მივყვები, მერე რა და როგორ მოხდება, წინასწარ არ ვიცით. შეიძლება, გადასვლა და იქ ცხოვრებაც მომიწიოს. ცოტას ვნერვიულობ, სხვაგან საცხოვრებლად გადასვლა ჩემთვის ცოტა რთულია. თუმცა, შეჩვეული ვიყავი, რომ სპორტსმენის ცხოვრება ასეთი იყო“, - ამბობს მოდელი.
- გამომწერებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ შენ და გიორგის ტრადიციული დილის რუტინა გაქვთ, საყვარელ ადგილს ყავის დასალევად ხშირად სტუმრობდით. მომსახურე პერსონალი კი ჭიქებზე ნახატებით დილის განწყობას გიმაღლებათ. ამასაც დაემშვიდობეთ?
- (იცინის) ყავა საერთოდ არ მიყვარს, უყვარს გიორგის. ერთადერთი ადამიანია, რომელთან ერთადაც ვსვამდი ყოველ დილით. კოფეინის აუტანლობა მაქვს, ერთი პერიოდი იმდენად ხშირად ვსვამდი, ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა და ცოტა ხანს შევეშვი. ახლა ისევ დავიწყე, მაგრამ გიო წავიდა და ჩემი დილის რუტინაც აღარაა.