1727944755
VIDEO: „ჩუმად იყავი და მომისმინე!... გააგდეთ ეს ხალხი ტელევიზიიდან“ - მწვავე დაპირისპირება თამუნა გომართელსა და ერეკლე შონიას შორის, რასაც გიორგი ფხაკაძე გამოეხმაურა
„რუსთავი 2-ის“ გადაცემაში „ღამის პრაიმ-თაიმი“ განიხილეს თემა, რომელიც პანდემიის დასასრულს თუ მცირე პაუზას ეხებოდა.
გადაცემის სტუმრები ეპიდემიოლოგები და ცნობილი ადამიანები იყვნენ.
გადაცემას დისკუსიის გარეშე არ ჩაუვლია. ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, პარანორმალური მოვლენების მკვლევარი, ერეკლე შონია და ჟურნალისტი თამუნა გომართელი.
„თქვენ სხვა რეალობაში ცხოვრობთ, ამ ქვეყანაზე არ ხართ? საყოველთაო გამოშტერება გვჭირს. 16 000 ადამიანი არის გარდაცვლილი და ამ სტატისტიკის ნაწილი არის მამაჩემი. დღეს ჩვენ ხალხი, ვსაუბრობთ კიდე იმაზე, რომ ავიცრათ თუ არა და მოვიხსნათ თუ არა ნიღაბი. რა არის თქვენი პასუხი, რატომ მოკვდა 16 000 ადამიანი?“,- ამბობს თამუნა გომართელი.
ირაკლი შონიამ მას ასე მიმართა:
„არასწორი მიდგომის გამო მოკვდა. ახლა ამ ფონზე თამუნა არის ბრმა იარაღი და საეროდ რაც ვირუსებია, იმის 5 პროცენტი არ გვაქვს შესწავლილი.“,- ამბობს ირაკლი შონია.