პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, მაცაცო ნარიმანიძე "პრაიმტაიმთან" იხსენებს იმ მომენტს, როცა სტიქიის ზონაში მცხეთა-მთიანეთში თვალწინ უზარმაზარმა მეწყერმა ჩაუარა. ის იმ დროს მეუღლესთან და 13 წლის მოზარდ შვილთან ერთად იმყოფებოდა.
ამბობს, როცა სტიქიის შესახებ გაიგო, მაშინვე ცხელ ადგილზე წასვლა გადაწყვიტა, ოჯახმა მარტო არ გაუშვა და თან გაჰყვნენ. მომხდარს ახლა, ასე აფასებს - "ალბათ, უფლის ნება იყო, რომ გადავრჩენილიყავით, მაშინვე საფრთხე ვერც კი გავაცნობიერე იმდენად უჭირდა ჩემს ხალხს და სხვა ლოკაციაზე გადავინაცვლე.
მაცაცო ნარიმანიძის ვიდეო კადრები და გადარჩენის შემდეგ პირველი კომენტარი "პრაიმტაიმის" მკითხველმა გუშინ ნახა, „ღმერთმა დაგვიფარა, რომ არ გაგვიტანა ამ მეწყერმა“ - კადრები სტიქიის ზონიდან
ძლიერი პოლიტიკოსი ქალის ჩაწერა "პრაიმტაიმმა" სწორედ ამ ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ გადაწყვიტა.
"როცა სახლში გამთენიისას დავბრუნდი, მაშინ გავაცნობიერე, რას გადავრჩით მე და ჩემი ოჯახი... ხელი რომ არ ეკრათ ჩემთვის, გზა, რომელიც ჩაინგრა, ჩამიტანდა...
ჩემს ხალხს ახლა ყველაზე მეტად უჭირს, რეგიონში მძიმე ვითარებაა, რომელიც სტიქიამ გამოიწვია და სახლში ან კაბინეტში ვერ ვიჯდებოდი.
ყველა სოფელი თუ რაიონი პირადად უნდა ვნახო, სადაც სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა.
ახლაც, ამ წუთებში ფშავიდან მთიულეთში მივდივარ. იქაც მძიმე ვითარებაა, ღვარცოფში ჩავიძირე ფაქტობრივად, რომელიც მდინარემ სავალ გზაზე გამოიტანა, სხვანაირად მე ხალხთან ვერ მივიდოდი.
მართალია, რაც კი ტექნიკა ქირავდება, ყველა მუშაობს, მაგრამ პრობლემები მაინც რჩება. გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით გზა თითქმის გაიწმინდა. თუმცა, მოსახლეობას გადაადგილებისგან მაინც თავშეკავებას ვურჩევ.
- როგორი იყო თქვენი ქმრისა და შვილის რეაქცია, როცა სტიქია თითქმის თავს დაგატყდათ?
- ჩემი ოჯახის კაცებმა სტიქიის ზონაში მარტო არ გამიშვეს და თან გამომყვნენ. ის ვიდეო კადრებიც მაშინ გადაიღეს. იციან, რომ გარდა ცოლისა და დედისა, საჯარო მოხელე ვარ. იციან, რომ ასეთ დროს ჩემი ხალხი განსაკუთრებულად მელოდება და არაფერს ამბობენ, ხელს რა თქმა უნდა, არ მიშლიან, პირიქით - მხარს მიჭერენ.
- როგორია ხალხის რეაქცია, როცა წყალდიდობის თუ მეწყერის დროს ცხელ წერტილში აკითხავთ?
- ხალხი მელოდება. საარჩევნო კამპანიის დროს, მასობრივი შეკრებები არ გამიკეთებია, სოფელ-სოფელ მოვიარე, თითო კარზე დავაკაკუნე და გავიცანი პირადად ჩემი ხალხი. მე მუშაობა ასე წარმომიდგენია...
- არ გეშინიათ?
- საქმეზე იმდენად ორიენტირებული ვიყავი და რა თქმა უნდა, ახლაც ვარ, რომ გაცნობიერების უფლება საკუთარი თავისთვის არ მიმიცია. ასეთ დროს, არც საფრთხეებზე ვფიქრობ, მხოლოდ პრობლემის გადაჭრის გზებს ვეძებ და ამდენად, შიშმა ცოტა გვიან, საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას ამიტანა. თუმცა, გათენდა დღევანდელი დღე და ისევ სამუშაო ფორმას დავუბრუნდი, ისევ გზა ფშავისკენ ავიღე, ისევ მთიულეთში მივდივარ და ასე იქნება, სანამ საჭიროა. მე მთიული ქალი ვარ, საჯარო მოხელე და თანაც, ძლიერი ქალი...