„ევროპაში ხომ დადიხართ, იმედია ხედავთ როგორი ჩაცმულები დაჰყავთ ბავშვები, თხლად, შალის წინდების და ყურებიანი უშანკების გარეშე“ - პედიატრის მიმართვა მშობლებს

ინგა

პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი მშობლებს მიმართავს:

,,ევროპაში ხომ დადიხართ,იმედია ხედავთ როგორი ჩაცმულები დაჰყავთ, ბავშვები,თხლად,ბეწვების და,შალის წინდების და კიდევ ყურებიანი უშანკების გარეშე...

არ ავადობენ ის ბავშვები ხშირად და თუ ავად ხდებიან ეტევიან ვირუსის რეპლიკაცია-ელიმინაციის ვადებში!!!ჰოდა,იქნებ ამ ერთ ქცევაში მაინც მივბაძოთ თუნდაც ამ ბინძურ და აწეწილ ევროპას. აქვე გავცემ თქვენს ხშირად დასმულ კითხვებს პასუხს...

მთელი ზამთრის განმავლობაში ვერ მოაშორებთ ბაღის ბავშვებს ცვირიდან გამონადენს და ხველას, ეს ასე იქნება!!!

ამიტომ თუ პატარა მწვავე არ არის, აქტიურია, ტემპერატურა ნორმალური აქვს,დახტის და ყირაზე აყენებს სახლს, მხოლოდ წამოახველებს დღის განმავლობაში, ცხვირში გაჭედილია ან ჩამოსდის, გააგრძელეთ მისი ჩვეული ცხოვრებით ცხოვრება, მეტად ამყოფეთ გარეთ და მსუბუქი სპორტული აქტივობებიც არ შეუზღუდოთ!!! იმუნური სისტემაც მადლობას გეტყვით!!!

ნუ გამოკეტავთ სახლში უჰაერობაში და მკაცრი რეჟიმის დაცვით ნუ დასტრესავთ!!! მასწავლებლებს მინდა გთხოვოთ, მარტივია მწვავე და უკვე გამოჯანსაღების ფაზაში გადასული ბავშვის გარჩევა!!! იდეალურად ჯანმრთელი ბავშვი,რომელსაც რაიმე რესპირაციული სიმპტომი მაინც არ აქვს ამ პერიოდში არ არსებობს!!!მშობლებმაც რა ქნან რომ არ იმუშაონ, სახლში მიართმვენ ხელფასს",-წერს ინგა მამუჩიშვილი.