პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ექიმ-რეპროდუქტოლოგი, მანანა მგალობლიშვილი ქართველი და ევროპელი ექიმების მსგავსება-განსხვავების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ხშირად გამიგია ექიმებთან დაკავშირებით პაციენტის გამონათქვამი: უყურადღებოა, ვურეკავ, ვწერ და არ მპასუხობსო. ახალს არაფერს ვიტყვი, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ექიმი ისეთივე ადამიანია, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, სამსახურის გარდა მას აქვს პირადი ცხოვრება, პირადი დრო და სივრცე. ექიმი ისევე იღლება, როგორც ნებისმიერი ჩვენთგანი, ექიმსაც შეიძლება ჰქონდეს დეპრესია, ექიმიც შეიძლება გახდეს ავად და დროებით შრომისუუნარო.
მიუხედავად ამისა, ექიმები შეძლებისდაგვარად ცდილობენ და პასუხობენ ჩვენს ზარებს და წერილებს და ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ზეგანაკვეთით მუშაობენ, რომელიც მათ სულაც არ ევალებათ.
ჩემი მეგობარი, რომელიც 30 წელზე მეტია ევროპაში ცხოვრობს მითხრა, რომ მათ ქვეყანაში ექიმის პირად ნომერს არავინ მოგცემს და თუ არასამუშაო დროს პირად ნომერზე მაინც მოახერხებ და დაურეკავ, თან რამდენჯერმე, შეუძლია პოლიციაში გიჩივლოს და მის კუთვნილ სივრცეში და დროში შემოჭრისთვის პასუხი გაგებინონ.
ამგვარ სიხისტეს არაფრით არ ვემხრობი, მაგრამ რაც თქვა ესაა...
მე, როგორც ექიმს, ბევრჯერ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ, რომ ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ბევრ ადამიანს ვჭირდები და მაქვს შესაძლებლობა ჩემი საქმით ბევრს დავეხმარო. ამიტომ პირიქით, მიხარია, როცა პაციენტები მირეკავენ და მწერენ და ვგრძნობ, რომ ზოგიერთისთვის რთულ მომენტში ჩემთან საუბარი შესაძლოა უფრო მეტად საკურნებელი აღმოჩნდეს, ვიდრე ნებისმიერი ფარმაკოლოგიური პრეპარატი და ზუსტად ვიცი, რომ ექიმების უმეტესობა ასეა“. - წერს მანანა მგალობლიშვილი.