პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამანათი ახალქალაქში, სამხედრო დასახლებაში კონკრეტულ მისამართზე გაიგზავნა. 40 წლამდე ქალს საჩუქარი სადარბაზოში, კართან დაუტოვეს. შეფუთვაში ტკბილეულთან ერთად კიდევ ერთი ნივთი იდო. ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც რამდენიმე წამში ამოქმედდა. ძლიერი აფეთქების ხმა დაახლოებით 23 საათზე გაისმა.
ამანათის ადრესატი, ინგა მაისურაძე მეეზოვეა. წლებია მარტო ცხოვრობს. ქალმა საჩუქარი სამზარეულოში შეიტანა. ყუთში ასაფეთქებელი მოწყობილობა შეამჩნია, საგანი მოისროლა და ოთახიდან გაიქცა. აფეთქებამ სახლის დიდი ნაწილი გაანადგურა, ჩაიმსხვრა მინები და დაანგრია შენობის შიდა პერიმეტრი. ეზოში დაზიანდა ავტომობილიც.
მეზობლებს თავდაპირველად ეგონათ, რომ აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. კორპუსში ქაოსი დაიწყო, ადგილობრივებმა სახლების დატოვება და გაქცევა დაიწყეს.
40 წლამდე ქალი სიკვდილს გადაურჩა, თუმცა დაზიანებები მაინც მიიღო. პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ საკუთარ ბინაში აღარ დაბრუნდა. ინგა მაისურაძე საცხოვრებლად დასთან გადავიდა.
დანაშაული მომხდარიდან მალევე გაიხსნა. პოლიციამ 65 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავა. ლევონ ფეშტალმაჯიანი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, მას სახელმწიფო სახაზინო ადვოკატი დაიცავს. მკვლელობის მცდელობის კონკრეტული მოტივი ჯერ არ სახელდება. ეს ცნობილი, სავარაუდოდ უახლოეს დღეებში სასამართლო პროცესზე გახდება.