ე.წ. აფრიკის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა - ბაღი 500-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შეძლებს

ბვ

სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დასრულდა. სამგორის რაიონის 64-ე საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს იანვარში მიიღებს. უკვე მიმდინარეობს ბავშვების რეგისტრაცია. ბაღი 15-ჯგუფიანია და 500-ზე მეტი აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.

ახალი შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ბავშვთა უსაფრთხოების ყველა არსებულ სტანდარტს სრულად აკმაყოფილებს.

დასრულებული პროექტი თბილისის მერის მოადგილემ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.