პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს მტკიცებით, ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაცია საქართველოში „ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარებას" ემსახურება.
ეს განცხადება მეუფემ ქადაგებისას განაცხადა.
„დღეს არის ისეთი დრო, როცა მიმდინარეობს ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი. კანონმდებლობით უნდა შემოიტანონ ყველა საკითხი... ფაქტობრივად, ამ კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია. ამაში მონაწილეობს ყველა, ვინც პირნათლად შეასრულებს რაც დააკისრეს.
ვინმემ იცის, რა წერია იმ მოთხოვნებში? ლაპარაკობენ პოლარიზაციაზე და დეოლიგარქიზაციაზე, დანარჩენი საკითხები საერთოდ არაა განხილვაში. თვითონვე განიხილავენ და იქ მერე კანონებად გადასახავენ, ყველანაირად შეკრავენ და გეტყვიან, კანონი უზენაესია, მიდით და ყველამ შეასრულეთ", - ამბობს მეუფე სტეფანე.
„ფერად-ფერადი ცხოვრება იმ 12 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ აუცილებლად ეს უნდა ვაღიაროთ და ყველა, ვინც ხმას ამოიღებს, უნდა მოიშთოს, ეკლესიის მიმართაც არის ეს ფარული. ეკლესია არასოდეს შეეგუება, რომ ეს ფერად-ფერადი ცხოვრება... მე კულტურულად ვლაპარაკობ, იმ სიტყვებით რომ ილაპარაკო, რა სიტყვებითაც ისინი გვახვევენ ამ ყველაფერს, შეუძლებელია. ერთი რამეა, კაცს კაცზე და ქალს ქალზე გათხოვებას ვინც უჭერს მხარს, ის არის სოდომური ცოდვის დამმკვიდრებელი და ის, რაც სოდომური ცოდვისთვის ეწევა ადამიანს, ყველაზე არის ეს წყევლა. არა ჩემგან, არამედ ბიბლიიდანაა და ეშინოდეს ყველას, ვინც ამას ამკვიდრებს", - თქვა მან.