ამ აღმოჩენას შეუძლია დედამიწის ისტორია ხელახლა დაწეროს - რის შესახებ საუბრობენ მეცნიერები
1727969364
როგორც იცით, მცხეთურ ღვეზელს არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ფაქტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
"არის მცხეთური ღვეზელი ქართული იდენტობის სიმბოლო?" - ამ კითხვას ფეისბუქზე კულინარი და ტელეწამყვანი ესმა კუნჭულია სვამს და თავისი ვრცელი პოსტის ბოლოს საზოგადოებისგან დისკუსიას ელოდება.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მცხეთური ღვეზელი ჩვენს იდენტობასთან ნაკლებად ასოცირდება და ეს უფრო კიტჩია (ხელოვნება, საგნები, დიზაინი, რომელიც დაბალ გემოვნებად მიიჩნევა, ჭარბი სიკაშკაშის თუ ზედმეტი სენტიმენტალურობის გამო).
"ეს რომ ყოფილიყო - ჩურჩხელა, ფელამუში, კუბდარი, გებჟალია, ტყემალი, თუნდაც აჯიკა, ყველა იამაყებდა ამით და იმ დღეს მთელი ფბ ამ პოსტების გადაზიარებით იქნებოდა მოცული. კი, მცხეთური ღვეზელი კიტჩია, ოღონდ საბჭოური. ვერ მოხდება მისი იდენტობა ქართულ ეროვნულ სამზარეულოსთან, როცა ქართული სამზარეულოს პატრონი ხარ და "პერაშკს" აძეგლებ", - აკომენტარებენ ესმას პოსტზე.
"თუ მცხეთურ ღვეზელს აუტენტური რეცეპტით აღადგენენ, მაშინ ნამდვილად ეკუთვნის გაძეგლება. ხოლო ის, რასაც ახლა, ბრინჯით გატენილ და ათასჯერ გადამწვარ ზეთში შემწვარს გვთავაზობენ, ჩემი აზრით, უნდა ამოიღონ მენიუდან! სამარცხვინოა!"
"როცა გაქვს გურული ღვეზელი, რომელიც ასევე უკავშირდება კალანდას, აქვს სახასიათო რეცეპტი, კავშირი ტრადიციასთან, ამ დროს აძეგლებ პერაშკს, რომლისთვისაც ღვეზელი არავის დაუძახია, რომელიც ქართული კი არა, მცხეთური იდენტობის სიმბოლოც არაა, არ მგონია სწორი, რბილად რომ ვთქვათ.
ისე, სანამ გააძეგლებდნენ, ესმა, შენთვის რომ ეკითხათ გასაძეგლებელი საკვების ნუსხის შედგენა, რომელ ადგილზე მოხვდებოდა მცხეთური ღვეზელი, ან თუ გაგახსენდებოდა საერთოდ?"
"ნამდვილი მცხეთური ღვეზელი არსად აღარ კეთდება, ღვიძლით კეთდებოდა და სულ სხვა გემო და სარგებლობა ჰქონდა. ის, რასაც დღეს აკეთებენ ჩებურეკის შიგთავსით, არ არის მცხეთური ღვეზელი. ამიტომ უმეტესობამ არც კი იცის რაზეა საუბარი. მცხეთური ღვეზელი, ისეთივე ორიგინალური კერძია, როგორც ოსური ხაბიძგინა, ფხლოვანა, აჭარული ხაჭაპური და სხვა. თუმცა მისი გაძეგლება ალბათ გადაჭარბებული იქნებოდა, თუ ყველა დანარჩენი ქართული კულინარიის მარგალიტები უკვე გაძეგლდა, შესაძლოა ვიფიქროთ მცხეთურ ღვეზელზეც."
ესმა კუნჭულია: "პერაშკის" ძეგლის ამბები
მცხეთურ ღვეზელამდე - 2011 წელს, როცა “იმედზე” დღის შოუს გასტრონომია მიმყავდა სტუმრად მიშლენის 2 ვარსკვლავიანი ფრანგი შეფი - ჟერარ კანია მყავდა მიწვეული.
მის სტუმრობას ჰქონდა მნიშვნელოვანი საბაბი: სწორედ ჟერარის ინიციატივითა და პრეზიდენტ სარკოზის მხარდაჭერით - “ფრანგული ვახშმის სტილი” 2010 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანეს!!!
ეს იყო პირველი ნაბიჯი, როცა კულინარიის თემა “გაძეგლდა”!
ამას მოჰყვა მრავალი საკვებისა თუ ტრადიციის არამატერიალურ ძეგლად აღიარება!
2013-ში - ბაქოში იუნესკოს სხდომაზე ღვინის ქვევრში დაყენების ქართული ტრადიციას არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ამ საღამოს კი, ჩემმა საყვარელმა პროფესორმა ციური ახვლედიანმა მთხოვა ამ თემაზე ცალკე სტატუსი დამეწერა, თორემ ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ამ დღეებში, სადაც საჭმლის გაძეგლების თემაზე ბრაზიანი ხორხოცი მიდიოდა - ყველგან ვწერდი რომ ეს ქართული ახირება კი არ არის, არამედ - იუნესკოს ჟესტია არამატერიალურ კულტურათა დასაცავად!!!
მოდით, მეგობრებო, მაგალითებით და წყაროებით ვიდისკუსიოთ, როგორც ევროპული ყაიდის ქვეყანას შეგვეფერება: არის თუ არა სწორი კვების კულტურის ძეგლად აღიარება?
მე ჩემს დასკვნას ასე წარმოვადგენ: მიუხედავად გლობალიზაციის უდიდესი გავლენისა, ნაციონალური ემოცია ერებში კვლავ ცოცხალია და ცდილობს იდენტობის ნებისმიერი მიმართულება დაიცვას!!! მათ შორის, ეროვნული კერძებითაც!!!
აქ თავს არ მოგაბეზრებთ, თეორიით, მოკლედ ვიტყვი, რომ ნაციონალიზმის მკვლევარი ბრიტანელი პროფესორი ეთნოსიმბოლიატი ენთონი სმითი წერს, რომ ნაციისთვის ნაციონალიზმი ერთგვარი “რელიგიაა”, რომელსაც ის ეთაყვანება… და რომ სწორედ ეროვნული ნაპერწკალი აჩენს იმ დიდ ემოციურ ხანძრებს, როცა ერის წევრებს უჩნდებათ მშობლიური იდეისთვის თავგანწირვის სურვილი.
ეს ციტატა სრულიად მიესადაგება ნებისმიერ ეროვნულ სიმბოლოსა და კოდს და მათ შორის - ეროვნულ სამზარეულოსაც, სადაც მნიშვნელობა რეცეპტებსა და ინგრედიენტებს კი არა აქვთ, არამედ იმ კოდს, რასაც ეს სიმბოლო ატარებს!!!
ასე, რომ თვალის ჩინივით უფრთხილდება დღეს გლობალიზაციისგან “დაფეთებული” სამყარო ეროვნული იდენტობის სიმბოლოებს… მათ შორის, დროშასაც და ბორშჩსაც, ჩაკრულოსაც და აპოხტსაც, უძველეს ანბანსაც და ლავაშსაც და ა.შ.
ყოველ დღე ვწერ და ვკითხულობ სმ თემაზე რამდენიმე ენაზე კვლევებს და დამიჯერეთ, ჩვენზე უარესი ხდება სხვა ქვეყნებში… ეროვნული იდენტობის სიმბოლოებზე დგანან ერები და ამ პროცესს ვერანაირი გლობალიზაცია ვერ ანელებს…
მრავალი შეკითხვა გაგიჩნდებათ და მომწერეთ, გიპასუხებთ!!
ბევრგან შემხვდა ასეთი ფრაზა: რა მნიშვნელობა აქვს აპოხტისა და ხინკლის რეცეპტები შევა თუ არა ძეგლთა სიაშიო…
იქნებ, ვინმე აფრიკის სენეგალშიც ფიქრობდეს ამას, მაგრამ… მაინც მოინდომეს და შეიტანეს სენეგალური “სიიბუ იენი” იუნესკოს ნუსხაში…
CEEBU JËN - სენეგალური ეროვნული კერძია, რომელიც მებადურთა სოფელშია შექმნილი კუნძულ სენ-ლუიზე, რომელიც ამ სოფლიდან გავრცელდა სხვა ერებშიც: მაგალითად, გვინეა-ბისუზე, მავრიტანიაში, მალიში, გამბიაში.
იუნესკო იცავს სოკო-ტრუფელზე ნადირობის ტრადიციასაციტალიაში და
ჩაის კულტურასაც ჩინეთში;
და ბორშჩი? 2022 წლის ივლისიდან ბორშჩი - როგორც იუნესკოს არამატერიალური ძეგლი შევიდა კაცობრიობის დასაცავ ნუსხაში. ამას კი, წინ უძღვოდა უკრაინის 25 რეგიონში მისი მომზადების 25 ტრადიციის შეკრება, თუმცა ოკუპანტთა ქვეყანა ბოლო დღემდე ებრძოდა ამ კერძის უკრაინულად აღიარებას…
პ.ს. რაც შეეხება მცხეთურ ღვეზელს!!! რამაც ბოლო ორი დღეა ააფეთქა ფეისბუქი… მისი გაძეგლება ერთი შეხედვით, კიჩია, თუმცა მეორე შეხედვით - გაძეგლების რიტუალს თან ახლავს ბარათი მისი “ისტორიისა”, რომლის მიხედვით - ამ ღვეზელების ამბავი მცხეთაში XIX საუკუნის კონკრეტული ავტორისგან იწყება და 2 საუკუნოვან ტრადიციას ითვლისო.
მესამე შეხედვით, ეს ქეისი ძალიან ჰგავს ლაღიძის ქეისს: 2017 წლიდან ამ სტატუსს ატარებს მიტროფანე ლაღიძის საავტორო წყლები!!!
და რადგანაც მცხეთურსაც მსგავსი ისტორია აქვსო: ამ “ისტორიის” გამო მივანიჭეთო არამატერიალური ძეგლის სტატუსიო!!!
თანდართული ბარათი ჰყვება რეცეპტსაც: ხბოს ხორცი და ა.შ. რაც არასოდეს გვსმენია აქამდე(((
თქვენ როგორ ფიქრობთ? არის მცხეთური ღვეზელი ქართული იდენტობის სიმბოლო? მკაცრი კითხვაა, მაგრამ ველი პასუხს.
ჩავრთოთ დიდი დისკუსია, გელოდებით!!!
(ერთი რამ კარგი მოხდა: რამდენ ადამიანს არ სცოდნია - რას ნიშნავს არამატერიალური კულტურის ძეგლი და არც ის, რომ ასეთი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს).
და ბოლოს; არამატერიალური ძეგლის სტატუსის მინიჭება ორნაირად ხდება - ერთი იუნესკოს დონეზე და მეორე ადგილობრივად! ეს კონკრეტული შემთხვევა - ადგილობრივი მინიჭებაა, თუმცა “ძეგლი -ძეგლია”!!!