მექსიკაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

მექსიკა

მექსიკაში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას სულ მცირე 64 ადამიანი ემსხვერპლა, 65 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

სტიქიამ 100 ათასამდე სახლი დააზიანა. საევაკუაციო და გაწმენდით სამუშაოებში ათასობით სამხედროა ჩართული. ფინანსური ზარალის აღმოფხვრის საკითხზე უახლოეს დროში მთავრობის წარმომდგენლების შეხვედრა გაიმართება. მოსალოდნელია, რომ მექსიკის პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმი სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ჩავა.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 37 დაღუპულის შესახებ.