პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ერთ-ერთი სამოგზაურო კომპანიის მფლობელისა და მხატვრის, 31 წლის ლიკა დილევსკაიას გარდაცვალების მიზეზად ახლობლები თრომბო ემბოლიას ასახელებდნენ.
მოგვიანებით კი ლიკას ახლობლებმა შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელეს. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარებიდან გაირკვა, ახალგაზრდა ქალი ყოფილი ქმრის ტერორის მსხვერპლი ყოფილა.
დასახელდა მამაკაცის ვინაობა, რომელიც ლიკას ყოფილი მეუღლე ყოფილა. გიორგი ახვლედიანი თურმე სისტემატურად ძალადობდა ყოფილ მეუღლეზე.
ასევე ცნობილი გახდა, რომ თურმე ახვლედიანი იმუქრებოდა, თუ ფაქტი გახომავნდებოდა... ამ ინფორმაციას გამოეხმაურა ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, რომლის მონათხრობი შეძრავთ:
მაკა ჩიჩუა:
„ეს მოძალადე (გიორგი ახვლედიანი ) რომელმაც ჩვენი ახლობელის, თავისი ყოფილი ცოლის ლიკა დილევსკაიას მიმართ არაერთხელ განახორციელა ფიზიკური, მორალური თუ ფსიქიკური ძალადობა ვადასტურებ, რომ მეტად საშიშია საზოგადოებისთვის. ლიკა დილევსკაია – გიორგის ყოფილი მეუღლე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა… მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რაც ყოფილ ქმართან ურთიერთობისას ბევრად გაუუარესდა. ლიკამ როგორც კი გაბედა და წნეხის მიუხედავად ქმრისგან წამოვიდა, მას მერეც მისი უკვე ყოფილი მეუღლე მუდმივ ტერორში ამყოფებდა ..ერთხელ, ღამის საათებში, როცა ყველას ეძინა, მალულად შეიჭრა ლიკას მშობლების სახლში და ლიკას უმცროსი დის სიცოცხლის მოსპობით აშანტაჟებდა თუ ის სახლში არ დაბრუნდებოდა მასთან ერთად. ცივი იარაღის(დანის) საშუალებით მოახერხა და ყოფილი მეუღლე სახლიდან გაიტაცა. ის აუცილებლად გააგრძელებს და ვერაფერი შეაჩერებს თუ სამართალდამცავების მხრიდან არ მოჰყვება შესაბამისი რეაგირება..ასეთი ადამიანების საზოგადოებისგან იზოლირება აუცილებელია”, – წერს მაკა ჩიჩუა.
ამ კომენტარს გამოეხმაურა მსახიობი მარიშკა ჯავახაძე, რომელმაც დაწერა რომ ფაქტს ადასტურებს.
„ვადასტურებ! მოწმე ვარ ამ უზარმაზარი უსამართლობის და ბრაზი მახრჩობს. სადღაც თუ არსებობს სამართალი, ამდენი ბოროტება არ შერჩება!“,- წერს მარიშკა.
არსებული ინფორმაციით, მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით, გიორგი ახვლედიანი ნასამართლევია. მან 3-წლიანი პატიმრობა მოიხადა.