სიმსივნის 7 ადრეული სიმპტომი, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება
1793044620
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა პიოტრ იანთან სატიტულო ბრძოლის შემდეგ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოგესალმებით ნიუ-იორკიდან/ლონგ-აილენდიდან!
უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს ყველაფრისთვის, რითაც დამლოცა. ასევე, დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, მეგობრებსა და გულშემატკივრებს სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. თქვენი თანადგომა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!
განსაკუთრებული მადლობა ჩემს გუნდს, მწვრთნელებს, სავარჯიშო პარტნიორებსა და სეკუნდანტებს, რომლებიც ყოველთვის ჩემს გვერდით მედგნენ და მაქსიმუმისკენ მიბიძგებდნენ. მადლობელი ვარ მათი თავდადებისა და დახმარებისთვის.
მადლობა UFC-ს შესაძლებლობებისთვის!
ჯანმრთელად ვარ და მოტივირებული, რომ კიდევ უფრო მეტი ვიშრომო. არაფერი ფუჭდება! მოუთმენლად ველი გალიაში დაბრუნებას. მიყვარს ჩემი საქმე და ყოველთვის მზად ვარ მაქსიმუმის გასაკეთებლად.
მალე დავბრუნდები! მიყვარხართ და მალე შევხვდებით!“, – წერს მერაბ დვალიშვილი.