„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ - გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

ჩვენი გმირი გაბი

პატარა გაბრიელ ჩადუნელი, რომელიც მკურნალობის კურსს გერმანიაში გადის, საზოგადოების განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სიახლეებს მისი დედა, თაკო ბარბაქაძე, სოციალურ ქსელში პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად თაკო ბარბაქაძემ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გერმანელი ექიმების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა მნიშვნელოვანი შედეგები აჩვენა.

მისი თქმით, ექიმებმა დაადგინეს, რომ გაბრიელს ნაწლავის სიგრძე 100 სანტიმეტრზე მეტია და ჩატარებული კვლევებით ნაწლავში არანაირი შეფერხება არ გამოვლენილა.

„გაბრიელის ნაწლავი 100 სმ არის, ან უფრო მეტიც... ნაწლავში არანაირი შეფერხება არ არის. რაც შეუშვეს, მთლიანად გაიარა. ეს ძალიან კარგი ამბავია“, – წერს თაკო ბარბაქაძე.

დედის თქმით, უახლოეს დღეებში გაბრიელი ეტაპობრივად დაიწყებს ფაფების მიღებას, ხოლო თუ მკურნალობა არსებული გეგმის მიხედვით გაგრძელდება, დაახლოებით 2-3 თვეში შესაძლოა სრულად მოიხსნას გადასხმაზე დამოკიდებულებაც.