1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება და ფოტოს აქვეყნებს:
,,ეს 5 წლის ზეჰრას ხელია, რომელიც მის მამიკოს უჭირავს ხელში. ახლა ამოიყვანეს ნანგრევებიდან, სრულიად უვნებელი. მამამისი ასე, მოკლე მკლავიანი მაისურით მთელი დღე იდგა თოვლსა და ქარბუქში და ნანგრევებში მოყოლილ ზეჰრას უმღეროდა, სასაცილო ამბებს უყვებოდა. ახლა მამას მყარად უჭირავს შვილის ხელი. მაინც ვაი მის მამას, რა გამოიარა ამ საცოდავმა, მაგრამ იღბლიანმა კაცმა", - წერს ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პატარა ზეჰრა, რომელსაც ყინვასა და თოვლში, 7 საათზე მეტხანს ელოდა მამა, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1504-ს შეადგენს.