პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბუბა კიკაბიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მომღერალი სტეფანე მას ემოციური პოსტით ემშვიდობება.
„რა ბედნიერი ადამიანი ვარ, ასე დგომა რომ მომიწია ლეგენდასთან და ნამდვილ გმირთან. გასტროლებზეც ვყოფილვართ ერთად, მერიდებოდა ფოტოების გადაღება. თვითონ რომ მეგობრული იყო, ეს ყველამ იცის. არ დამავიწყდება ერთხელ, კიევის აეროპორტში ჩავფრინდით ერთად და რა ხდებოდა მის დანახვაზე. არ ვიცი კიდე ვინ უნდა ჩასულიყო, ასეთი აჟიოტაჟი რომ მომხდარიყო…“ - წერს მომღერალი.
ცნობისთვის, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მომღერალი 84 წლის ასაკში 15 იანვარს გარდაიცვალა.