გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„ღმერთი ხართ დედამიწაზე“ - ამ სიტყვებით მოიხსენიებენ პაციენტები პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელს, ლევან რატიანს.
შატილში მომხდარმა ავარიამ 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უბედურ შემთხვევას მხოლოდ სამი ადამიანი - ხატია დევსურაშვილი, ნატალია თხელიძე და თამუნა არღვლიანი გადაურჩნენ.
სამივე ახალგაზრდა უმძიმესი დაზიანებებით ლევან რატიანი კლინიკაში შეიყვანეს. მდგომარეობა მძიმე და ყოველი წუთი მნიშვნელოვანი.
დაუღალავი შრომის და რამდენიმე თვიანი რეაბილიტაციის შემდეგ ლევან რატიანმა სამივე პაციენტი ფეხზე დააყენა და სიკვდილს ხელებიდან გამოსტაცა.
შატილის ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ, უბედურ შემთხვევას გადარჩენილები „პრაიმთაიმთან“ ჰყვებიან, თუ როგორ იხსნა მათი სიცოცხლე ლევან რატიანმა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გუნდმა.
ნატალია თხელიძე
„რომ არა ბატონი ლევანი ჩვენი სიცოცხლე ასე არ იქნებოდა როგორც დღეს ვართ. ის მომენტი, როდესაც მე კლინიკაში შემიყვანეს არ მახსოვს. რამდენიმე დღის შემდეგ გავახილე თვალები გავიღიმე, რომ დავინახე მასაც აშკარად გაეღიმა, მიხვდა რომ ვიცანი. ეს ჩვენი პირველი კონტაქტი იყო.
ყოველთვის ვიცოდი, როდის უნდა შემოსულიყო, ველოდებოდი და აუცილებლად ჩერდებოდა ჩემს საწოლთან. ყოველთვის დადებითად მესაუბრებოდა, მამხიარულებდა, არ მაგრძნობინებდა, რომ რა მდგომარეობაც მქონდა, პირიქით ყოველთვის ძალიან დადებით ემოციას და მუხტს გადმომცემდა.
მან არა მარტო ჩემი ამბავი იცოდა, არამედ ვინც კი რეანიმაციაში იწვა ყველა პაციენტის შესახებ ინფორმაცია იცოდა ზეპირად. ყველა პაციენტის მკურნალობაში თვითონ იყო ჩართული. ბატონ ლევანს ძალიან დიდი სიყვარული აქვს ადამიანების მიმართ, თავისი საქმის პროფესიონალია, მებრძოლია, იმედს არასდროს არ კარგავს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთხელ დავწერე და გავიმეორებ, ღმერთი ხართ დედამიწაზე თქო. არ გაძლევს მოდუნების საშუალებას და ბრძოლის უნარი თუ არ გაქვს, თვითონ გადმოგცემს, რომ იბრძოლო მასთან ერთად.
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ყველას უყვარს თავისი პაციენტი, ალბათ პაციენტი არ არის შესაფერისი სიტყვა, იქ უყვართ ადამიანი და ადამიანისთვის ადამიანი ყველაფერია. იქ დაინახავ, როგორ იბრძვიან შენთვის, შენი სიცოცხლისთვის, შეუძლიათ თავისი ცხოვრება, თავისი წუთები გადადონ და შენ დაგითმონ, ვერც აღვწერ ამას სიტყვებით.
23 აგვისტოს, რომ შევედი 27 სექტემბერს გამომწერეს. დღეში რამდენჯერმე შემოდიოდა ხოლმე ბატონი ლევანი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად.
რამდენი თვე გავიდა უკვე და ვიცი, რომ ახლა ჩვენთვის დრო არ აქვს და მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მიყვარს და ძალიან მომენატრა.
კოვიდი შემხვდა გასული წლის ზაფხულს, მე არ მეშინოდა კოვიდის, როცა გეშინია სხვანაირად ხარ. თუმცა ჩემს ირგვლივ ყველას ეშინოდა, რადგან ავარიის შემდგომ ფილტვები დაზიანებული მქონდა, ყველა დაჟინებულად მთხოვდა, რომ მიმეწერა ლევანისთვის ან დამერეკა მაინც.
2 დღის შემდეგ მივწერე, ვიცი ლევან ძალიან ბევრი პაციენტი გყავთ, შესაძლოა ჩემთვის არ გეცალოთ, კოვიდი დამიდასტურდა. იმ წამსვე მომწერა, რომ კლინიკაში მივსულიყავი.
ვუთხარი, რომ თავს კარგად ვგრძნობდი და ჯერ ჩემით შევებრძოლებოდი. მაგრამ ისე მოხდა, რომ მეორე თუ მესამე ღამეს ჩემი ოჯახის წევრი გახდა შეუძლოდ და მომიწია ლევანთან დარეკვა, ღამის სამ საათზე. ეგრევე მიპასუხა და მითხრა რომ ორივე კლინიკაში მივსულიყავით.
ენით ვერ აღვწერ ამ ადამიანის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე და ყველანაირად მამხნევებდნენ და გვერდში მედგნენ“
თამუნა არღვლიანი
„ლევან რატიანის კლინიკაში, რეანიმაციაში ვიწექი თითქმის ერთი თვე, ყოველ დღე მნახულობდა, იგებდა როგორი მდგომარეობა მქონდა. არ ვიცი როგორ გადმოვცე ემოციები, ძალიან მიყვარს. რომ დავინახე, ვერ ვიფიქრებდი რომ ლევანისთან ვიქნებოდი კლინიკაში.
სულ ვტიროდი და მეჩხუბებოდა, არ ვიცოდი რატომ ვტიროდი, მეუბნებოდა რა გატირებსო. მეუბნებოდა თუ არ ვიტირებდი იმ დღეს დედაჩემი შემოვიდოდა ჩემს სანახავად. ყოველ დღე ფიზიკურ დავალებებს მაძლევდა, რომ შემესრულებინა.
ძალიან თბილი ადამიანია, ძალიან ყურადღებიანია პაციენტებთან. პროფესიონალების გუნდი ჰყავს, თავს მევლებოდნენ. დიდი თბილი ოჯახია ჩემთვის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა.
კაცთმოყვარე ადამიანია.
ბევრი ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ერთ-ერთი ბოლო ოპერაციის დროს მახსოვს, თვალები რომ გავახილე თავზე მედგა, ცდილობდა ნარკოზიდან გამოვეყვანე.
ფილტვები მაქვს დაზიანებული კოვიდი მქონდა, როგორც კი მივწერე ეგრევე მიპასუხა მითხრა მოდი ჩემთან კლინიკაშიაო. კიდევ ერთხელ მიმკურნალა, ფეხზე დამაყენა“