პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ერთხელ ჩემი ცხოვრება გაჩერდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრა.
ამირან გამყრელიძე 1995 წელს საკუთარ ოჯახში მომხდარ ტრაგედიას იხსენებს, რა დროსაც, მისი შვილი საცოლესთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
„2 დღით ადრე ჩვენთან იყვნენ, როცა ოჯახს თავიანთი მიზნები გაუმხილეს, 2 კვირის შემდეგ ნიშნობა უნდა ყოფილიყო, მაშინ რთული პერიოდი იყო, კახეთის გზაზე პატარა სახლში გვქონდა, ხაშმის მოპირდაპირე მხარეს, რამდენჯერმე გაქურდეს, იქ დადიოდა ხოლმე ჩემი შვილი.
იქიდან მომავლებს მოუხდათ ეს მძიმე ავარია. ამან ჩვენს ოჯახს ძალიან დიდი დამღა დაასვა. მე ვცდილობ, რომ ეს ჩემი და ჩემი მეუღლის ტვირთი იყოს.
ჩვენ, ორი ოჯახი ისეთივე ერთიანები ვართ, როგორც მძახლები არიან. სამწუხაროდ, ქორწილი ვერ მოესწრო, ისინი ერთად არიან დაკრძალული, ჩვენ ორი ოჯახი – გამყრელიძეებისა და ტუღუშების, ერთიანი ოჯახია. დღემდე ყველაზე ნათესაური კავშირი ამ ოჯახთან მაქვს.
გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, ურთიერთკავშირმა იმოქმედა მაშინ, საჭესთან ხომ ჩემი შვილი იჯდა, კი, ის გადაეფარა, მაგრამ.. სიკეთემ, მათმა სიყვარულმა მაინც ყველაფერი დაძლია, პირველ ეტაპზე შეიძლება მტრად მოვკიდებულიყავით ერთმანეთს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ახლა რა ურთიერთობა გვაქვს, არა მარტო მშობლებს, არამედ მთელ დიდ სანათესაოს. თითქოს, ამ ურთიერთობამ ცხოვრება გააადვილა. შემდეგ მე 24-საათიან მუშაობაში გადავერთე, ამით ვიქარვებდი ყველაფერს“, – ჰყვება ამირან გამყრელიძე