ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
„ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ბათუმში დაღუპული ბიჭის უკანასკნელ ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს უძღვნის.
„ბატუტზე გარდაცვლილი 10 წლის ბავშვი... პატარა, 3 წლის შვილი დანიელი სიკვდილს ებრძვის და თქვენ დედამისი გაასწორეთ მიწასთან. შეგნებულად არ ვწერდი, ამდენი დღეა არაფერს ამ თემაზე, მაგრამ ამდენი სალანძღავი კომენტარი რომ დავინახე დედაზე, გავმწარდი! დედა უკრაინელი ჰყავს ამ ბავშვს, მამა ქართველი, ბათუმელი! უკრაინის ომმა დაბომბა და გაანადგურა ხერსონი, ბათუმში დაბრუნებულს მშვიდი ცხოვრება უნდა ჰქონდათ და ეს ტრაგედია დატრიალდა!
პ.ს. როგორ მიკარგავენ ადამიანები სიკეთის კეთების სურვილს... მადლიერებას არ ვითხოვ... ვიცი, ზოგს ამის უნარი საერთოდ არა აქვს და ყოველთვის უმადურია... რა ქნას, ასე გაიზარდა... არც სამაგიერო სიკეთეს ველოდები... არც ქება მინდა... უბრალოდ, იცხოვრეთ უჩემოდ... ძალიან მაინტერესებს, რამ გააბოროტა და გაამწარა ეს ხალხი ასე რომ ადამიანობასთან ერთად გრამი სირცხვილის გრძნობაც აღარ შერჩათ.“ - წერს შოთო სიხარულიძე.