VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ბათუმელი მოდელი, მარიამ შუკაკიძე საკუთარი სილამაზით საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ახლახან, ახალგაზრდა ქალმა მესამე შვილი შვილი გააჩინა და მშობიარობის შემდეგ, მალევე საოცარ ფორმაში ჩადგა, რასაც მისი გამომწერები ხშირად აღნიშნავენ.
მარიამმა გუშინ შვილის ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი აღწერით:
„ესეც ჩვენი მესამე ანგელოზი. ალბათ, ღმერთს ძალიან ვუყვარვარ, კიდევ ერთი ასეთი საოცრება, რომ გვაჩუქა. უბედნიერესი დედა ვარ. ვტკბები ამ პატარა პრინცესის სიყვარულით... ყველაზე გემრიელი ნამცხვრის სუნი ასდის, ძალიან მიყვარხარ!“ - დაწერა მოდელმა.
ასევე, მარიამის ინსტაგრამ-სთორიში გამოჩნდა ძვირადღირებული საჩუქარი - ულამაზესი ვარდების თაიგული და ბრილიანტის ბეჭედი.