ერთი დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

მიტროპოლიტი ნიკოლოზი

 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მთელი ქვეყანა გლოვობს. იმედის ხატად ქცეულ პატრიარქთან გამომშვიდობება ყველაზე მძიმე მისი სულიერი შვილებისთვისაა,  სასულიერო პირებისთვის, რომლებიც დღესა და ღამეს ლოცვაში ატარებენ. იხსენებენ ისტორიებს, ემოციებს და ტაძრის უწმინდესის სიტყვებს, რომელსაც ყოველთვის დიდი ძალა ჰქონდა.

ქვეყნის საამაყო პატრიარქისადმი სიყვარულმა ყველა გააერთიანა და ყველას თანაბრად დაწყვიტა გული.

სათქმელი და მოსაყოლი ბევრი დაუგროვდათ. ამბობენ, რომ ერის სულიერმა მამამ მათთვის და მთელი ქვეყნისთვის მტკიცე რწმენის და უანგარო სიყვარულის მაგალითი აჩვენა, რომელიც თითოეულ ადამიანს მომავლის იმედს აძლევს.

"ასე წერია ბიბლიაში, ერთხელ პატრიარქმა გვაჩვენა და მიგვითითა ამაზე, რომ ეკლესიასტეს უწერია - ერთი კარი რომ იკეტება, მეორე იღება. ხო და, ახლა ერთი დიდი კარი დაიკეტა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო დიდი გაიღება", - განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.