კუბა კვირის განმავლობაში მეორედ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

კუბა

 კუბის ენერგეტიკის სამინისტრომ შაბათს საღამოს, მთელ კუნძულზე მორიგი „ბლექაუტის“ - ელექტროენერგიის სრული გათიშვის შესახებ განაცხადა.

„ადგილობრივი დროით 18:32 საათზე ეროვნული ელექტროენერგეტიკული სისტემა სრულად გაითიშა. ამოქმედებულია მისი ფუნქციონირების აღდგენის პროტოკოლები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამჟამად ელექტროენერგიის გარეშე 10 მილიონზე მეტი ადამიანია დარჩენილი.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს უკვე მეორე ასეთი ინციდენტია. 16 მარტს კუბაზე უკვე მოხდა ანალოგიური მასშტაბური გათიშვა და მას შემდეგ სისტემამ სტაბილიზაცია ვერ მოახერხა. ამის მიზეზი აშშ-ის მიერ დაწესებული საწვავის ბლოკადაა, რომელიც ქვეყანას ნავთობის იმპორტს უწყვეტს, ეს კი ელექტროსადგურების მუშაობის შესანარჩუნებლად აუცილებელია.