ხის გველის წელი ზოდიაქოს 7 ნიშნისთვის გარდამტეხი იქნება
1733805608
„ერთი შეკითხვა მინდა დავუსვა ფეისბუკში ჩემს მეგობარ ქალებს. წარმოიდგინეთ ქმარს ერთგულად ემსახურებით წლებია, პატიოსნად ჩუმად, უპრეტენზიოდ თავაუწევლად? ითმენთ მის სიგიჟეს გაუწონასწორებელ ფსიქიკურ თუ ფიზიკურ აშლილობას. ორი შვილი გაუჩინეთ და გაუზარდეთ“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში, თეკლა ზუროშვილი წერს.
„ერთ მშვენიერ დღეს კი იგებთ მეუღლის ფეისბუკ შეტყობინებით და სურათებით და ვიდეოებით, რომ თქვენს მეუღლეს სხვა ქალთან ოჯახი აქვს.
ხოლო მეორე მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენთ, რომ თქვენს მეუღლეს ახლა სულ სხვა ქალთანაც შვილიც ჰყოლია.
მაინტერესებს წესიერი პატიოსანი ქალის რეაქცია, როგორ აღფრთოვანდება ასეთი მეუღლით???
ოჯახური ღალატი არ თეთრდება მეგობრებო, ღალატი ღალატია! ეს არის ნორმა, დაუწერელი კანონი!ერთგულება საყვარელი ადამიანისა და შენი შვილების დედის მიმართ ელემენტარულად ადამიანობის გამომხატველობაა, მეტი არაფერი.
რაც შეეხება ,,სხვისი პირადი, შენი გასარჩევი არას,,
მაშინ როდესაც ხარ საჯარო მოხელე და გქვია ლიდერი, შენი საქციელი უნდა იყოს ზნეობის მიმცემი მაგალითი და სარკე შენი ამომრჩევლისთვის.
ასე რომ ნებისმიერი ურთიერთობის და მით უმეტეს ოჯახის მოღალატე, საკუთარი შვილების მოღალატე ქართულ ენაზე მოღალატეა, ამას ჰქვია აღვირახსნილობა და მე მოღალატის გვერდით, საკუთარი გაჩენილი შვილიც რომ იყოს არასდროს დავდგები!
მე მას როგორც ლიდერს აღარასდროს ვაღიარებ!
მრცხვენია საკუთარი სინდისის წინაშე რომ ოდესღაც ამ აღვირახსნილ პიროვნებას მხარს ვუჭერდი და ტაშს ვუკრავდი. ძალიან შემეშალა და გულწრფელ ბოდიშს ვუხდი ჩემს შვილებს.
სულ ეს არის და ეს მინდოდა მეთქვა!! ამ ბედობის დღეს მხოლოდ ერთგულება დაგვბედებოდეს!
უფალმა გვაშოროს აღვირახსნილობით გამოწვეული ტრაგედიები და ღალატი ყველანაირ ურთიერთობებში საყვარელი ადამიანებისგან!! გმადლობთ ყურადღებისათვის!“,- წერს თეკლა ზუროშვილი.
ასევე ნახეთ ვიდეო - ფარული კონვერტის ახალი პრომო