ეროვნული ნაკრები ესპანეთთან თამაშისთვის ემზადება

ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან თამაშისთვის ემზადება. ერთდღიანი დასვენების შემდეგ ქართველი ფეხბურთელები ჩვეულ რიტმს უბრუნდებიან და ტრადიციულად ფელბერტის ბაზაზე განაგრძობენ ვარჯიშს.

საქართველო ევროპის საუკეთესო 16 გუნდშია. ნაკრებმა 2 უპასუხო გოლით დაამარცხა პორტუგალიის ეროვნული ნაკრები, რომელსაც ბოლო 12 მატჩში წაუგებელი სერია ჰქონდა. პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ თამაშის დაწყებიდან მეორე წუთშივე გაიტანა. მეორე ქულა კი, ქვეყანას 57-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძის ზუსტად შესრულებულმა პენალტმა მოუტანა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემდეგი მეტოქე კიდევ ერთი გრანდი - ესპანეთია. თამაში 30 ივნისს კიოლნიში თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.